Digest Logo

იცოდით რომ კახი კავსაძე ექიმობას აპირებდა? - უცნობი ფაქტები, გენიალურ მსახიობზე

1717572851
კახი კავსაძე

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ მსახიობის ცხოვრების უცნობ ამბების რუბრიკაში ზააკ მირიანაშვილი კახი კავსაძეზე საუბრობს და მის შესახებ უცნობ ფაქტებს გვიყვება.

„ყველას ეგონა, რომ კახი კავსაძე გახდებოდა მუსიკოსი, რადგან იგი ცნობილი მუსიკოსების ოჯახიდან იყო, თუმცა მან მსახიობობა გადაწყვიტა.

თუმცა, როგორც ცნობილია ერთი პერიოდი კახი ექიმობაზე ფიქრობდა, რადგან დედამისი ცნობილი ექიმი იყო.

როგორც კახი ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვებოდა, დედამისის ექიმ მეგობარს მიებარა და ოპერაციასაც ესწრებოდა და თან სპექტაკლში იღებდა მონაწილეობას. 

ექიმისთვის უთხოვია მისულიყო მის სპექტაკლზე, ამ სპექტაკლის შემდეგ კი კახიმ მიიღო ასეთი წერილი - „მოდი ჩემო კახი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს“, - ამბობს ჟურნალისტი.

მან მისი სამედიცინო ცოდნა, მისი მეუღლეზე გამოიყენა.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 დიდი სპორტსმენი და დიდი მსახიობი - დღეს, სოსო ჯაჭვლიანის დაბადების დღეა

⭕თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს 10 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება

⭕„შენს გვერდით ყველა ქვეყანაში ზეიმია“ - თათია შარანგიას იტალიური დაბადების დღე