თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს, 5 ივნისს 10 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
პროცესი ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება.
წელს თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული ორიდან ექვს წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.