Digest Logo

🎥 იყო თუ არა ზაზა კოლელიშვილისთვის ლიკა ქავჟარაძე კადრს მიღმაც დიდი სიყვარული?

1656497183
ზაზა კოლელიშვილი

ლიკა ქავჟარაძე „შეთესთვის” კადრს მიღმაც დიდი სიყვარული იყო? – აღნიშნულ კითხვას მსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა დადებითი პასუხი გასცა და დეტალები გაიხსენა.

„მარტო ჩემთვის არა, თითქმის ყველასთვის, მაგრამ საქმე ის არის, ის ბავშვი იყო, თან არ შეიძლებოდა არ მოგწონებოდა ის გოგო. მეც, სოსოსაც, სხვა ახალგაზრდა  ბიჭებსაც, ზოგი გამნათებელი იყო, ზოგი ასისტენტი. მძღოლს ვეუბნებოდი, შორს დააყენე ავტობუსი, რომ ლიკა მიმეყვანა, ჩემთვის სასიამოვნო ტვირთი და ტარება იყო ლიკასი ავტობუსამდე. მერე იქ სველ, ტალახიანს რომ ავიყვანდი ხოლმე, მაშინ ერთ ნომერში თბებოდა წყალი და იქ მიგვყავდა, რომ არ გაციებულიყო”, - იხსენებს მსახიობი.

ზაზა კოლელიშვილმა სასცენო პარტნიორთან მეგობრობაზეც ისაუბრა და ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ტრაგიკული მომენტიც გაიხსენა.

„განსაკუთრებით ბოლო 4 თვე, ძალიან ხშირად ვიყავი ლიკასთან, მივდიოდი. პირველი ვიყავი ვინც შევიდა და გარდაცვლილი ლიკა გადავიღე, მე ის ფოტო დავკარგე და ალბათ უნდა დაკარგულიყო კიდეც. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი კოშმარი”, – ამბობს კოლელიშვილი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ტაქსის მძღოლი ხმას არ იღებდა, უკან მხოლოდ მაშინ მოტრიალდა, როცა...“ - აქამდე უცნობი ისტორია ლიკა ქავჟარაძეზე

რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია

სექსუალური შევიწროება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს