Digest Logo

კანიბალი მერაბ სოხუმსკი და დაპირისპირება კალაშოვთან - ქურდული სამყაროს ინტრიგები

1612979382
მერაბ სოხუმსკი

მერაბ ჯანგველაძე, იგივე „სუხუმსკი“  თავის თავს კანიბლას უწოდებს. ის დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთ ლიდერადაა აღიარებული. 

2016 წელს ჯანგველაძე იტალიაში, აპენინის ნახევარკუძნულზე ძარცვა-ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და ამჟამად შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, რომლის ვადაც იმავე წლის 18 ოქტომბერს ამოიწურა. ამ თარიღს მოუთმენლად ელოდებოდა მთელი ყაზახეთი. „სუხუმსკის“ ყაზახეთში ჩადენილი დანაშაულის გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მაშინ „სუხუმსკის“ წინასაექსტრადაციო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის გავლის შემდეგაც ჯანგველაძე ყაზახეთს უნდა გადაეცეს.
მაგრამ, ასტანასა და იტალიის ქალაქს, ბარს შორის, სადაც მერაბი 2 წლით ჩასვეს ციხეში, მდებარეობს მოსკოვი, რომელიც შესაძლოა ჯანგველაძისთვის ერთადერთი ხსნა აღმოჩნდეს. საქართველოს მოქალაქე ჯანგველაძემ, კონტაქტების ფართო არეალისა და თავისი ძმის, ლევანის დახმარებით, რამდენიმე წლის წინ მოახერხა და მოტყუებით რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეძლო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ გზით არაერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მოახერხა მოქალაქეობის მიღება. ამგვარად, თუ ყაზახეთი დროულად არ მოაგვარებს ექსტრადაციის საკითხს, სასჯელის ვადის ამოწურვისთანავე, ქართველი „მაფიოზი“ მშვიდად გაფრინდება თავის ფიქტიურ სამშობლოში. რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ყაზახურმა მხარემ ექსტრადაცია რომც მოითხოვოს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს, ვინაიდან „სუხუმსკი“ მთელს თავის რესურსს გამოიყენებს და სასჯელს თავიდან აიცილებს.
თუ რა მოხდება მოსკოვში ჯანგველაძის დაბრუნების შემდეგ, ამაზე პასუხი გამოცდილ ექსპერტებსაც კი არ აქვთ. ერთი რამ ცხადია - 90-იანების გარჩევები, ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცევა. ამას „სუხუმსკის“ ბიოგრაფიაც ადასტურებს. ეს არის კაცი, რომელსაც არ სჩვევია პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება და არც მალავს ამ ფაქტს. საფრანგეთში, ერთ-ერთ დაკითხვაზე ჯანგველაძემ სიამაყით განაცხადა, რომ მისი პროფესია - კანიბალია. დასაწყისში ერთი რიგითი ბანდიტი, სულ მალე ქურდული სამყაროს მნიშვნელოვან ავტორიტეტად გადაიქცა. მერაბ „სუხუმსკი“ იყო მაფიოზური გადატრიალების იდეოლოგი და მასვე მიაწერენ „დედ ჰასანის“ მკვლელობასაც. მისი რუსეთში დაბრუნება უდავოდ ახალი კრიმინალური ომის გაჩაღებას ნიშნავს. ამისათვის კი, ჯანგველაძეს საკმარისზე მეტი მოკავშირე და „მეგობარი“ ჰყავს.

გასული წლის 1-ელ ივლისს, ანტალიაში, „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის „სოხუმური კლანის“ წევრების შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგმაც შეიძლება "რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერის" შაქრო კალაშოვის (Шакро Молодой) რეპოტაციაზე უარყოფითად იმოქმედოს."ქურდული სამიტის" მთავარი თემა შაქრო მოლოდოის როლი და ქმედება გახდა, რომლის შედეგადაც, უსაფუძვლო ბრალდებების გამო, სოხუმელ "კანონიერ ქურდს" დუკა გუბლიას "ტიტული"7 წლით ჩამოერთვა.

ამ კონფლიქტში მერაბის "ნათლული" გავლენიან აფხაზ ბიზნესმენ ლავან არძინბასთან ნათესაური კავშირების მძევალი აღმოჩნდა, რომელიც 2003 წელს კიდევ უფრო გავლეიან ბესიკ ჯონუასთან დაპირისპირების გამო 2003 წელს მოკლეს.

ბესიკმა, დუკას, როგორც ქურდის განეიტრალების მიზნით, გაავრცელა ჭორი, თითქოს იგი ომში იღებდა მონაწილეობას. ამის დასადასტურებლად ჯონუამ "კანონიერ ქურდებს" მოწმედ წარუდგინა დუკას ორი ყალბი "თანამშრომელი", რომელთაც ეს ჭორი დაადასტურეს.

საბოლოო გარჩევა "გოლდენ პალაში" შაქრო კალაშოვის, ლაშა შუშანაშვილის, ედიკ ასატრიანისმ ვალერი ხაშბას, "ალხაზას" და ბუთხუზის" თაბდასწრებით შედგა. ამ "სხოდკაზე" დუკას თავის დაცვის არანაირი შანსი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ბესიკს და მის ავტომატიან დაცვას მწარედ შეაგინა, რის გამოც, მათ დუკა სასტიკად სცემეს. შემდეგ, შაქროს კურთხევით, დუკა "ჯემოსა" და "რობინზონის" ხელით "არაქურდად" დატოვეს.

ამ მოვლენებს შემდეგ 2007 წელს სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. უცნობმა ქილერმა ჯერ "რობინზონს" გაუხვრიტა ყბა, ხოლო შემდეგ ჯონუა გაუყენა იმქვეყნიურ გზას.

სირცხვილის ჩამორეცხვის შედეგ დუკამ "წოდება" მხოლოდ 2013 წელს დაიბრინა. მას "ქურდობა" ჯერ სოხუმელებმა" აღუდგინეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, რუსეთში დაბუნებულმა შაქრომ განაცხადა, რომ დუკასთან პრეტენზიები არ აქვს. თუმცა მერაბს და დუკას შაქროს მიმართ ბოღმა მაინც დარჩათ.

ამ თემასთან მობრუნება "სოხუმელებმა" მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შაქრო მოლოდოიმ ნეგატიური რეაქცია გამოხატა არმან "დიკიმ" გულის თანდასწრებით გურამ ჩიხლაძე (კვეჟოვიჩი) სცემა.

ანტალიის შეკრების მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ არმანი, რომელმაც არ იცოდა, რომ კვეჟოვიჩი "კანონიერი ქურდი" იყო, ნაკლებად დამნაშავეა, ვიდრე ყოფილი სამხედროები, რომლებმაც ქურდების თანდასწრებით სცემეს დუკა, თან მათ მიერვე წამოყენებული ყალბი ბრალდების გამო. ასევე, შეფასდა გულის საქციელი, რომელმაც მომენტალურად აღკვეთა არმან "დიკის" საქციელი, ხოლო შაქრო გუკგრილად უყურებდა დუკას ცემას და თან იღიმოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანტალიის სხდომის "დღის წესრიგმა" უკმაყოფილება გამოიწვია ჯანგველაძის მომხრეებში, კერძოდ ქუთაისელ ქურდებში, კერძოდ რამაზისა და წიკოში, რომლებიც აშაკარ სიმპატიით არიან განწყობილი ბადრი კუტაისსკის მიმართ, რომელიც შაქროს ციხეში ყოფნის გამო, "რუსეთის მთავარი ქურდის" მოვალეობას ასრულებს. ნათ შეგნებულად დააიგნირეს ანტალიის შეხვედრა, რათა არ მიეღოთ მონაწილეობა ისეთ გადაწყვეტილებებში, რომელიც შაქროს წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

ამასთან, ბადრი კუტაისსკის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომაც, სადაც იგი მოსკოვში, რესტორან "მარანში", ერთი თვის წინ "პირობით ადრე გათავისუფლებულ" ალბერტ "რიჟასთან" ატარებს დროს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ალბერტმა, დედ ხასანის "ნათლულმა" თავის დროზე "ნადირობა" გამოაცხადა ბადრიზე და თავისი კორუმპირებული კავშირების გამოყენებით 9 წლი საპატიმროში ჩასვა იგი. თანაც იგი გელა ქარდავას "პოლიტოკის" აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც სწორედ იმ დროს ბადრი "არაქურდად" გამოაცხადა.