„დედამიწაზე მიმდინარე პროცესები და გლობალური ცვლილებები ადამიანის სულიერ საწყისთან დაშორების პირდაპირი შედეგია“,- ამის შესახებ რეიკის სპეციალისტი რუსუდან კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ის არასასიკეთო ცვლილებები, რასაც დღეს კაცობრიობა აწყდება, ჯერ მხოლოდ დასაწყისია იმ რადიკალური პროცესებისა, რაც პლანეტაზე ეტაპობრივად იკიდებს ფეხს.
კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანს ყოველთვის აქვს ფუნდამენტური არჩევანი მარადიულ სულსა და დროებით მატერიას შორის:
„კაცობრიობა იმკის იმას, რაც დათესა დედამიწაზე. სამწუხაროდ, ის, (ადამიანისთვის არცთუ ისე სასიკეთო ცვლილებები) რაც ხდება დღეს, ჯერ მხოლოდ დასაწყისია იმ რადიკალური ცვლილებებისა, რაც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ჩვენს პლანეტაზე. ეს ყველაფერი კი გამოიწვია ადამიანის ღვთიურ სულიერ საწყისთან დაშორებამ.
ადამიანს ყოველთვის ეძლევა არჩევანი:
მარადიული სული თუ დროებითი მატერია?
ვინც ირჩევს სულს (სულიერ ღირებულებებს), ის ყოველთვის მოგებული დარჩება
პ.ს. აქვე უნდა დავძინოთ, რომ სულიერი ღირებულებების არჩევა მატერიაში ტანჯვას არ გულისხმობს. პირიქით - სულზე ზრუნვის ბუნებრივი თანამდევი „ბონუსია“ მატერიაშიც ბედნიერად თავის გრძნობა“,- წერს კვირიკაშვილი.