
ბოლო წელიწად ნახევარი უსინათლო მომღერლისთვის განსაკუთრებით რთული იყო, რადგან 2023 წლის 20 მაისს გარდაიცვალა დიანა ღურწკაიას საყვარელი მეუღლე, პეტრე კუჩერენკო. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიიდან უკვე მრავალი თვე გავიდა, მომღერალი ვერ ეგუება დანაკარგს.
„რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია. ვერ ვიტან, როცა მეუბნებიან: "მან შენს გვერდით 18 წელი გაატარა“. ვინ თქვა, რომ ეს წლები საკმარისი იყო ჩემთვის? სიცარიელე არის სიცარიელე", – განაცხადა მომღერალმა რუსულ მედიასთან.
ინტერვიუში ღურწკაიამ საკუთარ თავზე დაკავშირებული შოკისმომგვრელი დეტალები გაამჟღავნა.
მომღერალმა გაიხსენა, როგორ გაანადგურა ექიმების დიაგნოზმა – როდესაც უთხრეს, რომ საშვილოსნოს კიბო ჰქონდა. ამის მოსმენისას ერთადერთი რაზეც აღელდა ეს იყო შვილის ბედი. არ უნდოდა, რომ ბიჭი დედის გარეშე დარჩენილიყო. საბედნიეროდ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ექიმებმა შეცდომა დაუშვეს.
„ჩემს ირგვლივ ყველა ტიროდა და უკვე მემშვიდობებოდნენ – მთელი ოჯახი... მე კი თითქოს ამის არც შემშინებია. სხვადასხვა ექიმთან ვიყავით, ბოლოს ერთ-ერთმა ექიმმა გვითხრა, რომ დიაგნოზი არასწორად დამისვეს. ამ დროს პეტრეს ჩემზე მეტად ეშინოდა", - თქვა მომღერალმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ უნდა მოიქცეთ თუ ფეხსაცმელმა ფეხი გატკინათ?
⭕„უნაკლო გოგო ხარ“ - ეკო ფანგანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕„ერთმანეთზე კარგები და ლამაზები“ - ბაბი კირკიტაძის და თათა გიორგობიანის ფოტოები