Digest Logo

კოსმოსში გაფრენილი პირველი ქალი და გასაიდუმლოებული შეცდომა: ამბავი ვალენტინა ტერეშკოვაზე, რომელიც დღეს დუმის დეპუტატია

1777035065
ვალენტინა ტერეშკოვა

ვალენტინა ტერეშკოვა, ტექსტილის ქარხნის რიგითი მუშა, რომელიც პარაშუტით ხტომით იყო გატაცებული, ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქალი კოსმონავტი. თუმცა, მისი „ტრიუმფალური“ ფრენა „ვოსტოკ 6“-ით, სინამდვილეში, ლამის საბედისწერო აღმოჩნდა.

ვალენტინა 1937 წლის 6 მარტს რუსეთის სოფელ მასლენიკოვოში, ტუტაევის რაიონში დაიბადა. მისი მშობლები კოლმეურნეობაში მუშაობდნენ, მამა კი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა. სმიტსონის საჰაერო და კოსმოსური მუზეუმის თანახმად, ვალენტინამ სკოლა დატოვა, როდესაც 16 წლის იყო და ტექსტილის ქარხანაში დაიწყო ჩვეულებრივ მუშად მუშაობა, მაგრამ განათლების მიღება მაინც არ შეუწყვეტია. ვალენტინა დამოუკიდებლად, დიდი მონდომების ხარჯზე სწავლობდა და ითვისებდა სასწავლო პროგრამას.

მოგვიანებით, ვალენტინა ტერეშკოვა შეუერთდა ქარხნის ახალგაზრდა კომუნისტურ ლიგას - კომსომოლი და მალე გადავიდა კომუნისტურ პარტიაში. იგი მოგვიანებით იაროსლავის საჰაერო სპორტის კლუბში გაწევრიანების შემდეგ, პარაშუტით ხტომით დაინტერესდა.

ტერეშკოვაზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც იური გაგარინი გახდა პირველი ადამიანი კოსმოსში 1961 წელს, ტერეშკოვა მოხალისედ ჩაერთო საბჭოთა კოსმოსურ პროგრამაში. მიუხედავად იმისა, რომ პილოტის გამოცდილება არ ჰქონდა, პროგრამაში პარაშუტით 126-ჯერ ნახტომის გამო ის მაინც მიიღეს.

იმ დროისთვის კოსმონავტებს დედამიწაზე დაბრუნების დროს მიწაზე შეჯახებამდე წამით ადრე უხდებოდათ პარაშუტით ასვლა კაფსულებიდან.

ოთხ სხვა ქალთან ერთად, ტერეშკოვამ გაიარა 18 თვიანი ტრენინგი, რომელიც მოიცავდა ტესტებს იმის დასადგენად, თუ როგორ რეაგირებდა იგი მარტოობის ხანგრძლივ პერიოდზე, ექსტრემალურ გრავიტაციასა და ნულოვანი სიმძიმის პირობებზე. ხუთი ქალიდან მხოლოდ ტერეშკოვა გავიდა კოსმოსში.

ტერეშკოვა აირჩიეს „ვოსტოკ 6“-ის პილოტად. ეს უნდა ყოფილიყო ორმაგი მისია. კოსმონავტი ვალერი ბიკოვსკი გაუშვეს „ვოსტოკ 5“-ზე 1963 წლის 14 ივნისს. ორი დღის შემდეგ კი ტერეშკოვა გაფრინდა. ორმა კოსმოსურმა ხომალდმა სხვადასხვა ორბიტა გაიარა და ერთმანეთისგან 3 მილის (5 კმ) დაშორებით მოვიდა. კოსმონავტებმა გაცვალეს კომუნიკაციები.

ტერეშკოვამ კოსმოსში 70 საათზე მეტი დრო გაატარა და დედამიწის ორბიტას 48-ჯერ შემოუფრინა. საბჭოთა და ევროპელმა ტელემაყურებლებმა დაინახეს მისი ღიმილიანი სახე და თვალწარმტაცი სანახაობა. აღსანიშნავია, რომ მაყურებელმა არ იცოდა, რომ ფრენა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ეს იყო ფაქტი, რომელიც დაახლოებით 40 წლის განმავლობაში იყო კლასიფიცირებული.

საინფორმაციო არხის RT-ის ცნობით, კოსმოსური ხომალდის ავტომატური სანავიგაციო პროგრამულ უზრუნველყოფაში შეცდომის გამო ხომალდი დედამიწიდან დაშორდა. ტერეშკოვამ შენიშნა ეს და საბჭოთა მეცნიერებმა სწრაფად შეიმუშავეს ახალი სადესანტო ალგორითმი. ტერეშკოვა უსაფრთხოდ დაეშვა, მაგრამ სისწრაფის გამო სახეზე სისხლჩაქცევა მიიღო.

იგი დაეშვა ალტაის რეგიონში დღევანდელი ყაზახეთ-მონღოლეთი-ჩინეთის საზღვართან.

სოფლის მცხოვრებლები დაეხმარნენ ტერეშკოვას კოსმოსური კოსტუმიდან გამოყვანაში და სთხოვეს, რომ სადილზე მათთან შეერთებოდა. იგი დათანხმდა და მოგვიანებით საყვედური მიიღო წესების დარღვევისა და პირველად სამედიცინო გამოკვლევების არ გავლის გამო.

თუმცა ტერეშკოვას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მაინც მიენიჭა. მან მიიღო ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავის მედალი. იგი გახდა საბჭოთა კავშირის სპიკერი და ამ როლის შესრულებისას მიიღო გაეროს მშვიდობის ოქროს მედალი.

დღეს ვალენტინა ტერეშკოვა 89 წლისაა და რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და, ამავდროულად, საკამათო ფიგურაა.

იგი არის რუსეთის სახელმწიფო „დუმის“ დეპუტატი პარტია „ერთიანი რუსეთიდან“. 2020 წელს სწორედ ტერეშკოვა გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთის კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომელიც პრეზიდენტ პუტინს საშუალებას მისცემს საპრეზიდენტო ვადები „გაინულოს“ და პოსტზე 2036 წლამდე დარჩეს. ამ ნაბიჯის გამო მან საზოგადოების ნაწილის დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

მიუხედავად ასაკისა, ის კვლავ აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, არის თავდაცვის კომიტეტის წევრი და მხარს უჭერს რუსეთის მიმდინარე სამხედრო პოლიტიკას. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თუ შესაძლებლობა მიეცემოდა, მზად იქნებოდა მარსზეც კი გაფრენილიყო, თუნდაც ეს „ცალმხრივი ბილეთი“ ყოფილიყო.