Digest Logo

„ლუბა ხშირად მირეკავს, უკონტროლო გავხდიო... 40-ზე ჩამოსვლას აპირებს...“ - რას ჰყვება ლევან კბილაშვილის დედა

1657716785
მომღერლის დედა

21 ივნისს მოსკოვში 31 წლის მომღერლის, ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს თავზარი დასცა. გარდაცვალების მიზეზად სხვადასხვა ვერსია ითქვა და დაიწერა.

მომღერალი მისი ჯგუფის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამბობდნენ, რომ ის თრომბით დაიღუპა, მეორე ვერსიით, მას ფეხის ძვლის დაშლა ჰქონდა.  ლევანის მეგობრების მრავალრიცხოვან  სიაში იყო მომღერალი ლუბა უსპენსკაიაც, რომელიც ემოციური პოსტით დაემშვიდობა კოლეგას.

ლევანის დედა, მელიტა ფურცელაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ხშირად ურეკავს, თავის გულისტკივილს გამოთქვამს და გეგმავს, რომ ორმოცისთვის თბილისში ჩამოვიდეს.

მელიტა ფურცელაძე: - საშინლად განიცდის ლუბა. მან დიდად  დააფასა ლევანი. ლევანის გადმოსვენების საკითხი ლუბამ ითავა.

ბევრი ცნობილი და არა ცნობილი ქართველი, მათ შორის, დიასპორის ხელმძღვანელი მივიდა ლევანთან სახლში იმ უბედურ დღეს... თურმე, ლუბამ არავის არ დააცადა, თვითონ იზრუნა გადმოსვენების თემაზე.

ტაძარში მიასვენეს, პანაშვიდი გადაუხადეს, გამოემშვიდობნენ და ტაშით გამოაცილეს... ვინ არ მირეკავს, უცხო ადამიანები მეხმიანებიან... მიყვებიან, როგორ დაემშვიდობნენ ლევანიკოს. ბევრს არ ღირსებია ისეთი დატირება და პატივის მიგება, რაც თქვენს შვილს ჰქონდაო.

 

ლუბა ხშირად მირეკავს. თუკი რამე მესიჯი და ჩანაწერი აქვს ლევანიკოსგან, მიგზავნის. მიყვება, ტაძარში რომ მივედი, უკონტროლო გავხდიო. დედა არ ახსოვს, რომ დაიბადა, იმ დროს გარდაცვლილა. გაზარდეს მამამ და ბებიამ და მითხრა, მამა რომ გარდამეცვალა, მაშინ არ მქონია ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორც ლევანის გარდაცვალებაზეო. ძმები ჰყავს ამერიკაში, მათთან დაურეკავს, ძალიან განერვიულებულს...

გადავდე ყველაფერი, ფიზიკურად არ შემიძლიაო და სადღაც წავიდა დასასვენებლად. როგორც მითხრა, თუ რაიმემ ხელი არ შეუშალა, ქალიშვილთან ერთად 40-ზე ჩამოსვლას გეგმავს...

ლუბა მოსკოვში გაიცნო. ლევანი ხომ იქ 2017 წლის შემდეგ მოღვაწეობდა. თავისი ჯგუფი ჰყავდა. ქართულად მღეროდა. ქართული ეთნომუსიკით მოხიბლა იქ ყველა. ერთხელაც ლუბა უსპენსკაიას დაბადების დღეზე აღმოჩნდა. საერთო ნაცნობებმა ლევანი თავისი ბენდით იუბილარ მომღერალთან მიიყვანეს. ლევანიკომ იმღერა და მოულოდნელად, წასასვლელად გამზადებული, უკან მიაბრუნეს, ლუბას თქვენი ნამღერი მოეწონა და კიდევ უნდა იმღეროთო. რესტორნის ეზოში გასული ბიჭები უკან შებრუნდნენ და სტუმრების აღფრთოვანება გააგრძელეს. იმ დღიდან მოყოლებული ლუბას ფავორიტად იქცა. თანამშრომლობდნენ, დიდ კონცერტებზე ერთად გამოდიოდნენ. თუმცა ამბობდა, ეს ჩემი არ არის, მინდა დამოუკიდებლად მოღვაწეობაო. და მიაღწია კიდეც ამას. ბოლოს ალბომზე მუშაობდა.

ალბათ, რახან რუსეთში იყო, ამიტომ არ ადევნებდნენ ლევანის კარიერას თვალს აქ, საქართველოში. ფაქტია, აქ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს მასზე წერა და მისი აღიარება. მანამდე მის წარმატებას და გამოსვლებს, ამ დოზით, სოციალურ ქსელებში არ აზიარებდნენ. აქ ლევანს არ ცნობდნენ, რუსეთში კი ძალიან ცნობილი იყო. პატივს სცემდნენ და შეძლებისდაგვარად გვერდში ედგნენ.

12 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა. 31 წლის გახდა. აქ უნდა გადაგიხადოთო, მოსკოვიდან დაურეკეს და ჩაიყვანეს. 150 კაციანი სუფრა გაუშალეს. დაუვიწყარი დაბადების დღე გადაუხადეს...

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები

მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

ლევან კბილაშვილის უცნობი რომანი - „ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო...“

წყარო: primetime.ge