Digest Logo

🎥 მამა გურამ ოთხოზორია: „მექანიკური მცნებებით ცოდვა არ განისაზღვრება - ქრისტე ადამიანს სრულ თავისუფლებას აძლევს“

1779877815
გურამ ოთხოზორია

დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა გურამ ოთხოზორიამ „იუთუბის“ პოდკასტში სტუმრობისას რელიგიურ დოგმებსა და ადამიანის შინაგან თავისუფლებაზე ისაუბრა. სასულიერო პირის განცხადებით, ჭეშმარიტი ქრისტიანობა მექანიკური წესების მორჩილება კი არა, არამედ სულიწმინდის მიერ ბოძებული სრული შინაგანი თავისუფლებაა. 

სასულიერო პირმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებზე, მათ შორის გენდერულ ჭრილში და აღნიშნა, რომ სახარება ადამიანებს სქესის მიხედვით არ ყოფს:

„არის ბევრი რამ, რაც საზოგადოებაში ნორმად იქცა და ჩვენც ასე გვგონია, თუმცა სახარებაში ეს საკითხი ასე საერთოდ არ დგას, იქ ქალი ან კაცი გამოკვეთილი არ არის. ადამიანურ ურთიერთობებში დამკვიდრდა ნორმა, რომ ქალს ნაკლებად ეპატიება ესა თუ ის საქციელი, რასაც თავისი ფესვები აქვს, თუმცა ქრისტიანული მოძღვრებით ეს ასე არ არის.

ქრისტე იმიტომ არის რელიგიის დასასრული, რომ ის გაბრუნებს იმ პირვანდელ მდგომარეობაში, როგორიც ღმერთმა შეგქმნა. ის არის ნათელი ჩვენში, რომელიც ყველა ტკივილსა და ცოდვას გვავიწყებს. თუ სულიწმინდის ხმა და მადლი გესმის, ეს იმდენად ნატიფი განცდაა, რომ მასთან შეხების შემდეგ გირჩევნია მოკვდე, ვიდრე ეს დაკარგო. ამიტომ, ვერავინ განგიკითხავს და ვერავინ გასწავლის ვერაფერს, რაც ქრისტემ გასწავლათ, იმაში უნდა დარჩეთ. არ არის საჭირო, სხვები მიგითითებდნენ.

მთელ ძველ აღთქმაში ვხვდებით არაერთ მინიშნებას ქრისტესა და თავისუფლებაზე. როდესაც ამას აცნობიერებ და შენში სულიწმინდის აღქმა ძლიერია, გარეგანი ჩარევით ადამიანის მართვა საჭირო აღარ არის. მექანიკური მცნებებით ცოდვა და არცოდვა არ განისაზღვრება. ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება აკეთო ის, რაც გსურს სულიწმინდის ზემოქმედებით, სადაც ყველაფერი სასიკეთოა როგორც შენთვის, ისე სხვებისთვის“, - აღნიშნა მამა გურამ ოთხოზორიამ.

ვრცლად, კომენტარებში:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მოძღვარი გურამ ოთხოზორია: მარხვასა და ლოცვაზე შეკითხვის დასმას ავკრძალავდი, ეს ისეთივე ინტიმურია, როგორც ცოლქმრული ურთიერთობა

⭕„რა შეიძლება ვუწოდოთ ამ სილამაზეს?!...“ - გიორგი ნიკოლავას ობიექტივში ამჯერად ტაბაწყურის ტბა მოხვდა

⭕ Ferrari-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარადგინა