Digest Logo

მეცნიერებმა სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა შექმნეს

1743777756
მსუქანი ადამიანი

მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ზედმეტი წონისგან თავს დაიცავენ. ამის შესახებ dailymail იუწყება.

ის არ მოქმედებს, როგორც ყველასთვის ცნობილი Ozempic, რომლის მიღების შემდეგ ადამიანს შიმშილის გრძნობა უქრება და მას საჭმლის მიღება აღარ სურს.

ამის ნაცვლად ახალი ვაქცინა ორგანიზმის იმ ფუნქციას ანელებს, რომელიც წონის მატებას იწვევს.

ამ ეტაპზე კვლევები თაგვებზე ჩატარდა, მათ ორგანიზმში Mycobacterium vaccae-ს უშვებდნენ, რომლებიც ძროხის რძეში და ნიადაგში იყო აღმოჩენილი. კვლევებმა დაადასტურეს, რომ თუ ორგანიზმში ვაქცინას შეიყვანენ და თაგვი მავნე საკვებს მიიღებს, ის წონის მატებისგან მაინც დაცულია.

ინიექციების შემდეგ თაგვები წონაში ფაქტობრივად აღარ მატულობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შაქრის და ცხიმების მაღალი შემცველობის პროდუქტებით იკვებებოდნენ.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინა ძალზე ეფექტიანია წონის ზედმეტი მატების წინააღმდეგ. ამასთანავე, სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია ადამიანებზე დამატებითი კვლევების ჩატარება. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, იქნება თუ არა ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებს იგივე შედეგი, რაც ცხოველებზე.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი ვაქცინა სტრესით გამოწვეულ შედეგებს ანეიტრალებს, რის შემდეგ ადამიანი ზედმეტი პროდუქტის მიღებას იწყებს, ძირითადად, რომლებიც წონის მატების მაპროვოცირებელ ნივთიერებებს შეიცავს - ესენია ხორცი, ტკბილი სასმელები და სხვა მავნე პროდუქტები.

სტრესის ჰორმონი ადამიანის ორგანიზმში კორტიზოლის დონეს მაღლა წევს, რაც ცხიმის მატებას იწვევს. ასევე სტრესის დროს მცირდება ლეპტინის გამოყოფა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის და მადის პროცესს არეგულირებს. ამის გამო ადამიანი მეტს ჭამს, რათა შიმშილის გრძნობა დააკმაყოფილოს.

კვლევები აშშ-ში არსებული ჭარბწონიანობის ეპიდემიის პარალელურად მოხდა. ამჟამად შეერთებულ შტატებში ზრდასრულ მოსახლეობაში 4-დან 3 ადამიანს ჭარბი წონის პრობლემა აქვს. ვითარება კიდევ უფრო გართულებულია რეალიზებაში არსებული „ულტრაგადამუშავებული“ პროდუქტების მატების გამო, რომლებიც აშშ-ის სავაჭრო ქსელში არსებული მთელი პროდუქტების ¾-ს შეადგენს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არავითარ შემთხვევაში არ გაუგზავნოთ SMS კოდი“- უჩა პირმისაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს!

⭕მაჭავარიანი: ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, მარცხდება თუ არა „დიფ სთეითი“ აშშ-ში, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი