Digest Logo

„მეზობლის ნიშნობიდან გამიტაცა, მანქანაში ჩამაგდეს... გამხადა შარვალიც, ზედაც, ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ ამაოდ... ტკივილი ვიგრძენი“ - 16 წლის ფატიმა ნაბიევას გაუხმაურებელი ამბავი

1710681780
გათხოვება

2020 წლის 15 ნოემბერს საგანგებო მართვის სამსახურში შევიდა შეტყობინება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. 

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ზოგიერთი სახელი და ადგილმდებარეობა შეცვლილია.

მოქალაქე - იოსებ ნაბიევი განმარტავდა, რომ თავისის ქალიშვილი, 16 წლის ფატიმა გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა დაიწყეს გამოძიება. ქალაქ ლაგოდეხში მცხოვრები ფატიმა ნაბიევი იმყოფებოდა მეგობრის ნიშნობაზე. იქვე იყო გამტაცებელი - ახმედ ალაზოვი, რომელმაც მეგობრის დახმარებით ფატიმას შეუთვალა მომწონხარ და ცოლად გამომყევიო, რაზედაც უარი მიიღო.

ფატიმა:

„მალევე წამოვედი ნიშნობიდან. მარტო მივდიოდი, გზა ოდნავ ჩაბნელებული იყო. შევამჩნიე რომ მუქი ფერის ავტომობილი მომიახლოვდა და გავიქეცი სახლისკენ. რომ მომიახლოვდნენ მანქანა გააჩერეს. აჰმედ ალაზოვმა მეგობრებთან ერთად ძალის გამოყენებით მანქანაში ჩამსვეს.

ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ, ძალიან ძლიერი იყო. მიყვიროდა გავჩუმებულიყავი და პირზე ხელი ამაფარა.

მათ დატოვეს ლაგოდეხი და გაემართნენ თელავისკენ“. 

ფატიმა:

„ბევრს ვყვიროდი, ვერაფერი შევცვალე. მიმიყვანეს ერთ-ერთ სოფელში, სადაც აჰმედის მეგობრის ნათესავები დამხვდნენ. ვტიროდი და დახმარებას ვითხოვდი, ვამბობდი რომ არ მსურდა გათხოვება, რომ ჯერ მხოლოდ 16 წლის ვიყავი. ოჯახის ახლობლები გაბედნიერებას მილოცავდნენ.

იმ ოჯახის დიასახლის ვეუბნებოდი, რომ მასთან დავიძინებდი. მაგრამ ამაოდ. მერე აჰმედს ვთხოვე, ბიჭებთან დაწექი, მე ძირს დავწვები-მეთქი, უარი განმიცხადა“.

აჰმედი: ნერვებს ნუ მიშლი უცხო ოჯახში ვართ, მშვიდად იყავი.

ფატიმა: ძალით ამათრია, მეორე სართულზე. ვეხვეწებოდი, არ დაემყარებინა კონტაქტი. ვჭიდაობდი, დიდი ხანი ვცდილობდი ჩემამდე არ მოსულიყო. ალბათ, თვითონაც დაიღალა დ იმ საღამოს კავშირი არ გვქონია.

აჰმედის მეგობრებმა გაიგეს რომ ფატიმას მამამ პოლიციაში იჩივლა და მათ ეძებდნენ. გამტაცებლებმა გადაწყვიტეს მანქანის ადგილზე დატოვება და ფეხით სხვა სოფელში გადასვლა.

მეორე სოფელში მისვლისას მივიდნენ ერთ-ერთ ოჯახში. ფატიმა მათაც ევედრებოდა დახმარებას, თუმცა ამაოდ.

აჰმედის მეგობარი სიკვდილით მემუქრებოდა. მაიძულებდა, მშობლებისთვის ხმოვანი შეტყობინება გამეგზავნა, რომ ჩემი ნებით გავყევი ცოლად. პირობა დავუდე აჰმედს, რომ არ შემეხებოდა ამ მესიჯის გაგზავნის სანაცვლოდ. ამაზე დამთანხმდა, თავიდან არ მომკარებია. მერე მეგობრების სანახავად გავიდა და მათ უთხრეს, რომ ძალით უნდა დაემყარებინა სექსუალური კავშირი.

როცა უკან დაბრუნდა, ისევ ცდილობდა ძალის გამოყენებით დაემყარებინა კონტაქტი, 20 წუთის განმავლობაში არ ვუშვებდი ახლოს. პირობაც გავახსენე, რომ დამპირდა არ მომკარებოდა, მაგრამ ამაოდ. გამხადა შარვალიც ზედაც მაინც ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, გამაუპატიურა. ტკივილი ვიგრძენი. მერე ბიჭებთან გავიდა და უთხრა რომ კავშირი შედგა.

მეორე დღეს ბიძამისი მოვიდა და თქვა, რომ ჩაბარებულიყვნენ. მერე მითხრეს ცოლად გავყოლოდი, რომ მიყვარდა და ოჯახი შემექმნა. მაიძულებდა პოლიციისთვის ეს ყველაფერი მეთქვა.

ყველანი ერთად წამოვედით პოლიციაში, ეგონათ არ ვიტყოდი სიმართლეს. ვაღიარე, რომ ნების საწინააღმდეგოდ წამიყვანეს. სამართალდამცველებმა დააპატიმრეს ისინი.

აჰმედ ალაზოვს თავისუფლების აღკვეთა 2 მუხლით საქართველოს კონსტიტუციის 143-ე და 137-ე მუხლით წაეყენა, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის თავისუფლების აღკვეთას და გაუპატიურებას.

მასალა მომზადებულია გადაცემა „პოლიციის ფაილების“ მიხედვით.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს თემა სულ მაწუხებს და გავაჟღერებ, თუ შეიძლება...“ – რა გადახდა წლების წინ მაია დარსმელიძეს

🎥 „მექსიკის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, „ტვ „პირველის“ სიუჟეტში უკანონოდ გამოიყენეს ჩემი საუბრის ჩანაწერი“ - ხათუნა ხმელიძე

⭕2024 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად