Digest-ი დღეს, ჰოლივუდის წყვილებს წარმოგიდგენთ, რომლებსაც ერთმანეთი სხვადასხვა ფილმების გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ - როდესაც კადრი კადრს ეთამაშება, ეკრანული ქიმია რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდა და სიყვარულის უიშვიათესი ისტორიები დაიბადა, ისტორიები, რომლებიც თაყვანისმცემლებს დღემდე აღაფრთოვანებს.
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი - ფილმი: Mr. & Mrs. Smith, 2005წ.
გადასაღებ მოედანზე დაწყებული ურთიერთობა მალე ქორწინებაში და დიდ ოჯახში გადაიზარდა. ისინი წლების განმავლობაში ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წყვილად ითვლებოდნენ, თუმცა ურთიერთობა ხმაურიანი განშორებით დასრულდა.

რაიან გოსლინგი და ევა მენდესი - ფილმი: The Place Beyond the Pines, 2011წ.
კინოში პარტნიორობა რეალურ ცხოვრებაში მშვიდ და სტაბილურ ურთიერთობად იქცა. წყვილი იშვიათად ჩნდება საჯაროდ და პირად ცხოვრებას ძალიან იცავს. წყვილი დღემდე ერთად არის.

ზენდაია და ტომ ჰოლანდი - ფილმი: Spider-Man, 2016წ.
ეკრანული ქიმია ნელ-ნელა რეალურ გრძნობებად გადაიქცა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობას არ ადასტურებდნენ, თუმცა მოგვიანებით საჯაროდაც თავად გამოჩნდნენ ერთად.


პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი - ფილმი: Vicky Cristina Barcelona, 2008წ.
ისინი ერთმანეთს წლების განმავლობაში იცნობდნენ, მაგრამ სწორედ ამ ფილმის შემდეგ დაიწყეს რომანტიკული ურთიერთობა. მოგვიანებით დაქორწინდნენ და ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად ითვლებიან.

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი - ფილმი: Game of Thrones
სერიალში ჯონ სნოუსა და იგრიტის სიყვარული რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა. წყვილი დაქორწინდა და ოჯახიც შექმნა.
