Digest Logo

მთვარისა და მზის ენერგია სამკაულებში: როდის უნდა ვატაროთ ვერცხლი და როდის - სპილენძი?

1793616099
ვერცხლი თუ ოქრო

თბილისი - ძველი და ტრადიციული მეტალები, ვერცხლი და სპილენძი, მხოლოდ ესთეტიკური დატვირთვით არ გამოირჩევა. საუკუნეების განმავლობაში მათ განსაკუთრებულ ენერგეტიკულ, სიმბოლურ და თერაპიულ თვისებებს მიაწერდნენ, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმსა და ემოციურ ფონზე პირდაპირი გავლენა აქვთ.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, თითოეულ მეტალს სრულიად განსხვავებული „ხასიათი“ და ბუნება ჰაქვს:

ვერცხლი, ტრადიციულად მთვარისა და წყლის სტიქიასთან დაკავშირებული ეს მეტალი ძლიერ ანტიმიკრობულ და გამწმენდ თვისებებს ფლობს. ენერგეტიკულ დონეზე ის ფილტრივით მოქმედებს - შთანთქავს მძიმე ემოციებს, აწყნარებს ნერვულ სისტემას და ხსნის სტრესს. ვერცხლი განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ემოციურები არიან, სოციალური კონტაქტებით ხშირად იღლებიან ან შინაგან სიმშვიდეს ეძებენ.

მზესთან და ვენერასთან დაკავშირებული სპილენძი ცეცხლოვანი და მიწიერი ენერგიის სინთეზია. ფიზიკურადაც და ენერგეტიკულადაც ის სითბოსა და ენერგიის საუკეთესო გამტარია: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის ანთებით პროცესებს, მაგალითად, სახსრების ტკივილისას და ეხმარება ორგანიზმს მიწასთან მყარი კავშირისა და ძალების აღდგენაში.

გარდა ამისა, დროთა განმავლობაში სპილენძის პატინირება, გამუქება ან გამწვანება მიუთითებს იმაზე, რომ მეტალი „ცოცხლობს“ და მფლობელის სხეულთან აქტიურ რეაქციაშია.

როდის რომელი მეტალი უნდა ავირჩიოთ?

ვერცხლი საუკეთესო არჩევანია მაშინ, როცა გჭირდებათ დაცვა, გაგრილება, ემოციური დამშვიდება და სტრესის მოხსნა.

სპილენძი კი შეუცვლელია, როცა საჭიროა ენერგიის მომატება, ტონუსის ამაღლება, ფიზიკური ძალის აღდგენა და მიწასთან მყარი კავშირის შენარჩუნება.

✕