Digest Logo

„მუსიკის, სიყვარულისა და სიცოცხლის ლეგენდა“ - 76 წლის ალლა პუგაჩოვა ახალ კლიპზე მუშაობს, რუსული ესტრადის პოპ-დივა ბრწყინვალედ გამოიყურება

1765960011
ალლა პუგაჩოვა

რუსეთში და მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში პრაქტიკულად ყველასთვის ცნობილია ალა პუგაჩოვას სახელი. იგი ამჟამად 76 წლის გახლავთ და კარიერაში აქტიურად მოღვაწეობს. როგორც გავრცელებულ უახლეს კადრებში ჩანს რუსული ესტრადის პოპ-დივა ახალ კლიპზე მუშაობს და გადასაღებ მოედანზე, თვალისმომჭრელად გამოიყურება.

მისი გარეგნობა ყველა დროის განხილვის საგანია, რადგან იგი წლების მატებასთან ერთად კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. 

ნახეთ ფოტოები:

ცოტა რამ, ალლას ბიოგრაფიიდან:

ალა პუგაჩოვა 1949 წელს მოსკოვში დაიბადა. ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა და მალე აშკარა გახდა, რომ მას აბსოლუტური სმენა ჰქონდა. ამასთან ერთად, სკოლაში ტრადიციული საგნების მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდა. საგნებს სუსტად სწავლობდა და მთელი ყურადღება მუსიკას დაუთმო, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ მერვე კლასის შემდეგ სკოლა დატოვა და მუსიკალურ კოლეჯში ჩააბარა. კოლეჯში შესვლიდან წლის შემდეგ კი სხვა სტუდენტებთან ერთად სსრკ-ის მასშტაბით თავის პირველ ტურნეში გაემგზავრა. სწორედ მაშინ მიიქცია მან ცნობილი კომპოზიტორების ყურადღება. შემდეგ კი მათ დაიწყეს მისი მოწვევა საკუთარი სიმღერების ჩასაწერად, რომლებიც მალევე მოხვდა რადიოში და იგი ვარსკვლავად იქცა.

1986 წელს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, პუგაჩოვა გახდა პირველი არტისტი, რომელმაც ეს ადგილი მოინახულა და იქ ჩასულ ადამიანებს, კატასტროფის ლიკვიდატორებს კონცერტი ჩაუტარა. ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას მან ხმამაღლა იმღერა სიტყვები: „რატომ ააფეთქეს სადგური?“ და იქ მყოფ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს ქვა ესროლა. სწორედ მსგავსი ქცევები და სხვა ხშირი ექსცესები იწვევდა საბჭოთა ხელისუფლების ეჭვსა და კრიტიკას პუგაჩოვას მიმართ. მიუხედავად ამისა, ხელოვნებასა და კულტურაში შეტანილი წვლილისთვის მან არაერთი სახელმწიფო ჯილდო მიიღო, ასევე მიენიჭა დამსახურებული არტისტისა და რუსეთის სახალხო არტისტის წოდებები.

საბჭოთა პერიოდში პუგაჩოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებით გამოდიოდა და საზღვარგარეთაც კი გამოსცა ალბომები, ჯამში 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაიყიდა.

პუგაჩოვამ ძალები კინოშიც მოსინჯა. მან რამდენიმე ფილმში ითამაშა, მათ შორის ბიოგრაფიულშიც, თუმცა არცერთი მათგანი განსაკუთრებული წარმატებით არ გამოირჩეოდა. დადებითი შეფასებები მხოლოდ ერთმა მუსიკალურმა დრამამ, „ქალი, რომელიც მღერის“ - მიიღო. ამ ფილმისთვის პუგაჩოვამ პრესტიჟული ჯილდო და ფულადი პრემია მოიპოვა, რომელიც საერთაშორისო ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს შესწირა.

პოპ-მუსიკისა და კინოს გარდა, მომღერალი ბიზნესშიც ცდიდა ძალებს გამოუშვა სუნამოები და ფეხსაცმელი, დააფუძნა საკუთარი სახელობის რადიოსადგური, სადაც ყოველ საათში მისი სიმღერები ისმოდა, ასევე შექმნა ხელოვნების სკოლა და სცენური სახელოსნოები მოზარდებისთვის.

ალა პუგაჩოვამ პირველად 20 წლის ასაკში იქორწინა ცირკის არტისტ მიხაილ ორბაკოვზე, საიდანაც დაიბადა მისი პირველი ქალიშვილი, კრისტინა, რომელიც მოგვიანებით პოპულარული მომღერალი გახდა.

28 წლის ასაკში მან მეორედ იქორწინა, ხოლო სამი წლის შემდეგ, მესამედ. 1994 წელს იგი მოულოდნელად დაქორწინდა ფილიპ კირკოროვზე, რომელთანაც ასაკობრივი სხვაობა 18 წელი იყო. საინტერესოა, რომ მათი ქორწინება სხვებთან შედარებით უფრო გაგრძელდა - 11 წელი, და განქორწინების შემდეგაც მეგობრობას ინარჩუნებენ.

2011 წელს პუგაჩოვა უკვე მეხუთედ გახდა ბედნიერი პატარძალი. მეუღლე იყო ახალგაზრდა კომედიანტი და ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი, რომელიც მასზე 27 წლით უმცროსია. რამდენიმე წლის შემდეგ მათ შეეძინათ ტყუპები: ელიზავეტა და ჰარი, სუროგატის დახმარებით.

ამჟამად ალა პუგაჩოვა კვიპროსზე მაქსიმ გალკინსა და ოჯახთან ერთად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი 2022 წელს დატოვა. იგი რამდენიმე ხნის განმავლობაში ისრაელშიც ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ ოჯახმა კვიპროსი აირჩია საცხოვრებლად.