„ვახტანგ კიკაბიძე მომღერალი და შესანიშნავი მსახიობი იყო, ვისთანაც ადვილი იყო მუშაობა“ - ასე ეხმაურება მსახიობი ელენა პროკლოვა ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას.
„ჩემთვის არა მხოლოდ მშვენიერი მსახიობი, მომღერალი წავიდა, პირველ რიგში, ჩემი მშვენიერი პარტნიორი წავიდა, მსახიობი, ვისთანაც ასე ადვილი იყო მუშაობა“, - განაცხადა მსახიობმა.
პროკლოვამ აღნიშნა, რომ მისთვის ფილმ „მიმინოში“ კიკაბიძესთან მუშაობა იყო „რა თქმა უნდა საქართველო, კარგი ხალხი, ქეიფი“. ის ამ დროს იხსენებს „მხოლოდ დიდი მადლიერებითა და სიხარულით“.
„ვგლოვობ მის მთელ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და ვფიქრობ, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში დაიკავებს დიდ ადგილს ხალხის გულებში როგორც მომღერალი, როგორც მშვენიერი მსახიობი და როგორც მშვენიერი ადამიანი", - აღნიშნა მან „რია ნოვოსტისთან საუბრისას“.
შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას 19 იანვარს დაკრძალავენ.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის...“ - დათო ევგენიძე
🔵 როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - დაათვალიერეთ ფოტოები