Digest Logo

„პირში რამეს, რომ ჩაიდებ და იქიდან ბოლს უშვებ, არ შეიძლება იყოს უსაფრთხო...მომაკვდინებელი აფიორა, გემრიელი გახადეს“ - არჩილ მარშანია ვეიპებზე

1709210339
არჩილ მარშანია

ელექტრო სიგარეტები ნიკოტინის შემცველობით არის ძლიერი დამოკიდებულების გამომწვევი და საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

მასში არსებულმა ზოგიერთმა ნივთიერებამ, შესაძლოა:

🔴 გამოიწვიოს კიბო
🔴 გაზარდოს გულისა და ფილტვების დაავადებების რისკები

აღნიშნულ თემაზე ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„ისტორია მეორდება,

თამბაქოს ინდუსტრიამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი აფიორა, სიგარეტის ფილტრი როგორც შემოგვაჩეჩა, ვითომ გაჯანსაღებით და შემდეგ აგრესიული მაჩოური მარკეტინგით და ცნობილი ადამიანების რეკომენდაციებით, უბრალოდ სიგარეტი მარტივად ხელმისაწვდომი, და გემრიელი გახადა, ბევრი ფული იშოვა და კიდევ უფრო ბევრი ადამიანი მოკლა, ამ ვეიპებზეც იგივე ხდება.

ესეც მარტივად ხელმისაწვდომი და რომანტიზებულია თავისი გემოებით, კისერზე ჩამოსაკიდებლებით და ლამაზი, სხვადასხვა ფორმებით, საყვარელი ღაჟღაჟა ფერებით და რეკლამებისთვის ინფლუენსერების დაქირავებით.
იმ არასერიოზულ დისკუსიებში არ შევდივარ, "იმას ხო ჯობია" და "ეგრე ძაანაც ხო არ არის ცუდი" და ა.შ.
პირში რამეს რომ ჩაიდებ და იქიდან ბოლს უშვებ, არ შეიძლება კარგი იყოს ჯანსაღი და/ან უსაფრთხო.
უბრალოდ Think twice.
 
პ.ს. საინტერესო და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ინფორმაციებისთვის, საქართველოში საუკეთესო სამედიცინო ტრენინგებისთვის და სამომავლოდ, კიდევ უფრო საინტერესო პროექტების თვალის სადევნებლად ეს გვერდი უნდა გამოიწეროთ“,- წერს არჩილ მარშანია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕უნიკალური დღე, როცა ქალს შეუძლია კაცს ხელი სთხოვოს - როგორ და რატომ გაჩნდა კალენდარში 29 თებერვალი

🎥 „ურთულეს პერიოდში მოუწია ლევანიკოს რუსეთში მოღვაწეობა... ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის“ – მელიტა ფურცელაძე

⭕„მოვუსმინე მის მიერ შესრულებულ სიმღერას, თვალზე ცრემლი მომადგა და დამბურძგლა...“- რას წერს ქართველი ფოტოგრაფი ნუცა ბუზალაძეზე