მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ევროვიზიაზე“ საქართველოს 2024 წელს წარადგენს.
ნუცას საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, მათ შორისაა ფოტოგრაფი სალომე ბარბაქაძე, რომელიც ნუცას შემოქმედებით აღფრთოვანებული იყო და ვერც კი წარმოიდგენდა თუ მასთან ერთად ითანამშრომლებდა.
„როდესაც პირველად გავეცანი ნუცას შემოქმედებას ერთ-ერთ გადაცემაში და მოვუსმინე მის მიერ შესრულებულ სიმღერას - თვალზე ცრემლი მომადგა და დამბურძგლა.
ახლაც კი მახსოვს ის ემოცია რაც მე მაშინ მივიღე.
მას მერე 3 წელი გავიდა და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ის ჩემს ობიექტივში მოხვდებოდა.
ჩემთვის ძალიან ძვირფასი შეხვედრა და თანამშრომლობა“,- წერს ფოტოგრაფი.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕უნიკალური დღე, როცა ქალს შეუძლია კაცს ხელი სთხოვოს - როგორ და რატომ გაჩნდა კალენდარში 29 თებერვალი
🎥 ქართული კინოს ლეგენდა დოდო აბაშიძე - მამის დახვრეტა, მტვირთავად მუშაობა და უიღბლო სიყვარული