Digest Logo

პუტინის იუბილეზე საქართველოში მაიმუნი დაიბადა, რომელსაც იუბილარს ამსგავსებენ (ფოტო)

1602075732
პუტინისა და მაიმუნის კოლაჟი

7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე საქართველოს ზოოპარკში მაიმუნი დაიბადა, რომელსაც გაცვენილი თმის გამო „თავქარიანი“ შეარქვეს.

სოციალურ ქსელში „ქართველი მაიმუნის“ დაბადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთ-ერთმა ფეისბუკ მომხმარებელმა ის პუტინს მიამსგავსა და ამის მიზეზი იკითხა:

komentari_o_h.jpeg


„დღეს ჩვენი ახალშობილი უნდა გაგაცნოთ.

maimuni_o_h.jpeg

მაიმუნის დაბადების ამბავს თბილისის ზოოპარკის ოფიციალური გვერდიდან გვატყობინებენ:

„ეს „თავქარიანი“ არსება ჰამადრილების ოჯახის ახალი წევრია.

„თავქარიანი“ იმიტომ კი არაა, რომ ზედმეტად ცერცეტია, უბრალოდ გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან.

ჰო, ქვაზე დახატულ ეშმაკს კი ჰგავს, ცოტა არ იყოს, მაგრამ ეგ არაფერი. ცოტა ხანში ისე დამშვენდება, გიშრის დაკიდება მოგვიწევს, თვალი რომ არ ეცეს,“- წერია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.