
„იუთუბის“ არხზე გვერდი Leo's Journey ქართველი ბლოგერის ავღანეთში მოგზაურობაზე გვიყვება, იგი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ახლოს გვიჩვენებს ქვეყანას, რომელიც „თალიბანის“ (ავღანეთში ჩამოყალიბებული ექსტრემისტულ - ისლამისტური ჯგუფი) მმართველობის ქვეშაა და ადამიანები შეზღუდვების მკაცრი წესებით ცხოვრობენ.
„ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ვარ. შემოწმება მარტივად გავიარე შემოსასვლელად, თუმცა დამატებით ცალკე არის კიდევ შემოწმება ტურისტებისთვის, რეგისტრაცია, სადაც ავსებ კონკრეტულ კითხვარს. ცოტა დაძაბული გარემოა, პიკნიკზე ძირითადად კაცები არიან. ყველა შეიარაღებულია, ასეთი რამე არსად არ მინახავს. აქ, ქალების ცხოვრება მკაცრად განსაზღვრულია, მათ არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში სწავლის უფლება არ აქვთ. ფანჯარაში გახედვაც ცუდ ტონად ითვლება. გარეთ გასვლისას ოჯახის წევრი მამაკაცი უნდა ახლდეთ და სხეული მთლიანად ბურკით უნდა ჰქონდეთ დაფარული“,- ჰყვება მოგზაური.