ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰელოუინისა და სამჰეინის უძველესი დღესასწაული ბუნების მიძინებისა და წარსულთან გამომშვიდობების სიმბოლოა, თუმცა თანამედროვე რეალობაში მან ბევრი მახინჯი, ეზოთერულად არასწორი და მავნე ფორმა მიიღო.
ავტორი მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ბნელი რიტუალებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან, სამაგიეროდ კი ეს პერიოდი სულიერი განწმენდისთვის, ფიქრისა და პოზიტიური ენერგიით დამუხტვისთვის გამოიყენონ:
„რა უნდა ვიცოდეთ „ჰელოუინის - Halloween“ შესახებ და თუ სად არის სიფრთხილე საჭირო, დღევანდელ პოსტში სიღრმისეულად სწორედ ამ საკითხებს შევეხები:
რეალურად, ჰელოუინი დაფუძნებულია უძველეს კელტურ დღესასწაულზე, რომელსაც „სამჰეინს Samhain“ უწოდებენ. ეს იყო დრო, როდესაც ფიქრობდნენ, რომ წლის ყველაზე ბნელი პერიოდი იწყებოდა. 31 ოქტომბერს კი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარი იშლებოდა.
თუ ჩვენ მოძრავ მთვარის ფაზებს გავყვებით, ასტროლოგიურად ჰელოუინის დღის მუხტი უკვე დგება მაშინ, როცა ოქტომბრის (ან ნოემბრის) ახალმთვარეობის, ანუ მზის და მთვარის შეერთებით ერთმანეთთან, მოიტანს იგი ღრიანკალის (მორიელის) ნიშნის ენერგეტიკული მუხტის პიკურ ეგზალტაცის, მაგრამ კელტებმა კარგად იცოდნენ გაანგარიშება და ზოდიაქობრივი ველების არსი, ამ დღის აღნიშვნის შუალედი 31 ოქტომბრის ღამით - 1 ნოემბრის პერიოდშია მონიშნული.
მრავალი საუკუნის წინათ ეს დღე დიდი ბრიტანეთის მიწებზე ირლანდიის, შოტლანდიისა და უელსის მიდამოებში აღინიშნებოდა ფერმერული წლის დასასრულის ნიშნად.
და მაინც რა ხდებოდა? იმ დროის საზოგადოება ფიქრობდა, რომ ამ დღით მიცვალებულთა სულები ცოცხალთა სამყაროს სტუმრობდნენ, შესაბამისად, ანთებდნენ დიდ კოცონებს, რომ მათში ბოროტი სულები დაეფრთხოთ, იცვამდნენ სხვადასხვა უცნაურ ტანსაცმელს, ზოგი კი უბრალოდ ტოვებდა საკვებს პატივისცემის ნიშნად.
გარკვეული ეტაპების შემდეგ დღესასწაულის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი გახდა „ჯეკის ფარანი“, გოგრა და მასში ანთებული სანთლები.
ერთ-ერთი ვერსიით, ეს ამბავი უკავშირდება ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო.
ლეგენდის თანახმად, მან ორჯერ მოატყუა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ ვერც სამოთხეში მოხვდა (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვერც ქვესკნელში, რადგან დემონმა შეჰფიცა, რომ ჯოჯოხეთში არ წაიყვანდა.
მაშასადამე, მისი სული დახეტიალობს გოგრის თავითა და მასში მბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ეშმაკისგან მიიღო. სწორედ ამ ლეგენდის შესაბამისად გახდა ჰელოუინის დღის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი.
დროთა განმავლობაში კი ეს დღე ყველამ ისე მოირგო, როგორც სურდათ.
დღეს კოსტიუმებმა ჩაანაცვლა სხვადასხვა გადასაცმელი სამოსი, ხილი კი ნუგბარმა. ამ დღეს ბევრი განასახიერებს რომელიმე გარდაცვლილ პერსონაჟს, იქნებიან ესენი ცნობილი თუ უცნობი პირები, არ ესმის ბევრს, რომ არც სულიერი და არც ენერგეტიკული ხაზით არაა ეს სწორი და არც ამის საჭიროება არ დგას.
მეცნიერული ხაზით ამ დღის ჭეშმარიტი არსი ასეთია:
ადამიანები ემშვიდობებიან ყველაფერ დრომოჭმულს, ძველს, გამოუსადეგარს.
ბუნება ემზადება ღრმა ძილისთვის, ახლოვდება ზამთარი, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ, რომ მიმართოთ გენერალურ კერხერიზაციას, განიტვირთოთ საბოლოოდ და თქვათ უარი ყველა ნეგატივზე და სულიერად განახლდეთ.
სამწუხაროდ, დროის გასვლასთან ერთად, ე.წ. „შავი მაგიის“ მიმდევრების გააქტიურება ვიხილეთ, რამაც დიდწილად დააზარალა, როგორც მათი სულები, ისე ბევრი გარშემომყოფი.
შავი მაგია ავტომატურად ნიშნავს - ბნელი ძალის, ენერგიის ან უჩვეულოდ ძლიერი ცოდნის გამოყენებას სხვა ადამიანის დასაზიანებლად.
ესაა ჩარევა სხვის ცხოვრებაში, ნების გარეშე. შესაძლოა იყოს წყევლაც, ფსიქოლოგიური მანიპულაცია ან ენერგეტიკული ზეწოლა.
ფაქტობრივად, სხვისადმი ზიანი, საკუთარი სარგებლობისთვის.
ყველა სულიერ მოძღვრებაში, ქრისტიანულიდან - ბუდიზმამდე, თუკი რამე არსებობს გვაქვს ერთი პრინციპი: „რაც არ გსურს რომ სხვამ გაგიკეთოს, შენც ნუ გაუკეთებ ამას სხვას“.
შავის გამოყენებით კი ეს პრინციპი ირღვევა, ხოლო მისი გამკეთებელი მკაცრად დაისჯება უფლისგან.
აღმოსავლეთში, ხან და ხან, იძახიან ხოლმე „სამმაგი დაბრუნების“ კანონით მიეზღო თავისიო. ეს ნიშნავს რომ რასაც სამყაროში გააგზავნი, სამჯერ მეტი დაგიბრუნდება“.
როგორც სოკრატე ამბობდა - „ბოროტება არ არის ბუნებრივი, ის უცოდინარობიდან მოდის“.
ასეა ზუსტად! ადამიანმა რომ იცოდეს ამ დროს რას აკეთებს, ამდენს არ იზამდა!
დღეს მოდაშია დაბმული კაცი, დაბმული ქალი, მაგიური მტრობა და უაზროდ ბევრი შავი სანთლები და ასევე სხვადასხვა ფერის ატრიბუტები.
სამწუხაროდ, თბილისი და ზოგადად, საქართველო ამ ბნელი მაგიური ძალების თავშესაფრად იქცა.
ვინც შავს აქტიურად მიმართავს, მათთვის განსაკუთრებულად ვამპირული ყაიდის დღეა.
ასეთები, ფაქტობრივად, არ არიან ადამიანები, მათ უბრალოდ დემონებთან აქვთ კონტრაქტი დადებული და გირჩევთ რომ მათგან თავი შორს დაიჭიროთ.
სწორედ ამიტომ დააწესა დედა ეკლესიამ და მართლმადიდებლურმა სამყარომ 1-ელ ნოემბერი ყველა წმინდანის ხსენების დღედ!
ეს კარგი გამოსავალი იყო იმისთვის, რომ წარმართული მავნებლობებისგან დაცლილიყო ხალხი.
ვიმეორებ, ამ დღეს აქვს სუფთა დაწურული ეზოტერული არსი, რაც თავში ვახსენე, ხდება დედამიწაზე ბუნების მიძინებისთვის მზადება, ფერმერული წლის დასასრული და აბსოლუტური ტრანსფორმაცია, რაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ დანარჩენი ბევრი რამ უბრალოდ ზედმეტია.
არც თქვენ არ გირჩევთ არავის მონაწილეობის მიღებას.
ვხედავ მაღაზიებს, სამწუხაროდ, სავსეა გასაყიდი პროდუქტები, თუმცა არც კი იციან რა ცოდვაში დგამენ ფეხს.
ზუსტად, ამ დღეს ბევრი მარტივად უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ მეორე მხარისთვის, რომელიც შენიღბულია და დაფარულში აკეთებს იმ სისაძაგლეს, რითაც უამრავი ადამიანის ცხოვრება ისპობა, ზუსტად მაგათ აწყობთ რომ თქვენ ყველამ რამენაირად მიიღოთ ასეთ რიტუალებში მონაწილეობა, თუნდაც მხოლოდ კოსტიუმების ჩაცმით.
31-ში და 1-ში ეცადეთ, რომ დადგეთ ნათელი ძალების გვერდით!
საქართველო ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა და ეცადეთ, რომ დეტალებამდე გაჰყვეთ მოვლენებს, ნუ უღალატებთ თქვენი ქცევით ქრისტე ღმერთს!
ამ დღეს მეტად გაიწმინდეთ, დაფიქრდით თქვენს წარსულ ნაბიჯებზე ან უბრალოდ წლის შეჯამებისთვის გადახედეთ რა გაქვთ გასაკეთებელი, სად ჯობია გაჩერება და სად გაგრძელება.
სხვა მხრივ, მხიარულობა თქვენს მსგავსად, მეც მიყვარს. ასეთ წუთებში მეტად გაერთეთ, დადებითად დაიმუხტეთ, შესანიშნავი დროა ლოცვასთან ერთად ფსიქოლოგიური სეანსებისთვის, ქვეცნობიერზე მუშაობისა და დაკვირვებისთვის.
ბევრმა თქვენგანმა, არაა გამორიცხული საინტერესო სიზმრები ნახოს და მიიღოთ ესა თუ ის მინიშნებები, შეგიძლიათ ჩაიწეროთ კიდეც.
ნაწილობრივ, კარგია წმენდვითი პროცედურები და წყლის აბაზანები, მენტალური ფოკუსირება საკუთარ სულსა და სხეულზე.
გისურვებთ მშვიდობიან დღეებს!“, - გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა არის ღუმლის უჯრის რეალური დანიშნულება, რომელსაც არასწორად ვიყენებთ?