ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა. სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 69 ქვეყანა, ამჯერად იგი აშშ-ში მოგზაურობს და კალიფორნიაში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და გვაჩვენებს თუ რა ხდება ლოს ანჯელესში ხანძრის შემდეგ.
ცნობისთვის, კალიფორნიაში იანვრის დასაწყისში ტყის ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. სტიქიამ ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი იმსხვერპლა. 6 დაკარგულად ითვლება.
როგორც სოსო ნებიერიძე ამბობს, ხანძრის გამო ბევრი ადგილი გადაკეტილია და იქ გადაღება საკმაოდ რთულია.
„ფერფლად არის ქცეული აქაურობა, საერთოდ არაფერია დარჩენილი ამ სახლიდან და ყველაფერ განადგურებულია,“ - ამბობს სოსო.
თუ რა ხდება რა ხდება ლოს-ანჯელესში ხანძრის შემდეგ ნახეთ ბლოგერის ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნუცა ბუზალაძის გრანდიოზულ დაბადების დღეს შოუბიზნესის ცნობილი სახეები დაესწრო - ფოტოები
⭕როგორი ამინდი იქნება უქმეებზე? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით