შეგვიძლია თუ არა, ტვინის მუშაობა ისე დავარეგულიროთ, რომ მიზნების მიღწევა გაგვიადვილდეს? რამდენად ეფექტიანია აფირმაციები და როგორ მოქმედებს ჩვენზე მიზნების ეტაპობრივად დაგეგმვა? პროფესორი რამაზ ხეცურიანი მედი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში განმარტავს, როგორ შეიძლება ტვინის მუშაობის თავის სასარგებლოდ გამოყენება და რატომ არის მნიშვნელოვანი დიდი მიზნისკენ ერთი ნაბიჯით სვლა.
წამყვანის კითხვაზე: ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ მედიტაციაზე, აფირმაციებსა და სხვადასხვა პრაქტიკაზე, რომელთა მიზანიც ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესება და წარმატების მიღწევაა. ამ მიდგომების მიხედვით, ადამიანს შეუძლია, შეცვალოს საკუთარი აზროვნება, დაისახოს მიზნები და ტვინის მუშაობა სასურველი შედეგისკენ მიმართოს. თუმცა რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ჩვენი ტვინის „გადაპროგრამება“ შეგვიძლია?
პროფესორ რამაზ ხეცურიანის განმარტებით, ტვინის მუშაობის გარკვეულწილად რეგულირება შესაძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დადებითი აზრებით ან აფირმაციებით ადამიანი ავტომატურად მიაღწევს დასახულ მიზანს.
„ლოცვა და მედიტაცია ადამიანს ეხმარება, ყურადღება საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე გადაიტანოს, დაამშვიდოს ფიქრები და უკეთ გააცნობიეროს საკუთარი ემოციები. მათი გავლენა ინდივიდუალურია, ხოლო ეფექტი დამოკიდებულია როგორც თავად პრაქტიკაზე, ისე ადამიანის გამოცდილებასა და მდგომარეობაზე“,- აღნიშნა ხეცურიანმა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: