Digest Logo

🎥 რა უნდა ისწავლო 2026-ში, რომ შეძლო ყველაფერი - ნუცა კოღუაშვილის „ოქროს“ რჩევები

1767695875
ნუცა კოღუაშვილი

აღნიშნულ თემაზე, „იუთუბის“ არხზე  Spin - საინტერესო პოდკასტი ვრცელდება, რაზეც პლატფორმის Spin Your Brain-ის დამფუძნებელი ნუცა კოღუაშვილი საუბრობს - ქალი, რომელმაც ბიზნესის მწვერვალები ადამიანური ცნობიერების კვლევად გარდაქმნა.

„არსებობს ერთი სიტყვა.

მოკლე.

მარტივი.

მაგრამ თუ მის არსს ბოლომდე გაიაზრებ, შეუძლია მთლიანად შეგიცვალოს ცხოვრება.

ამ ვიდეოში ვსაუბრობ შიშზე - არა როგორც უბრალოდ ემოციაზე, არამედ როგორც ცხოვრებისგან გაქცევის ფორმაზე. რატომ არ ვბედავთ ცვლილებას?

რატომ ვცხოვრობთ კონტროლში და არა სიცოცხლეში?

რატომ გვეშინია არა სიკვდილის, არამედ ცხოვრების?

ეს ვიდეო არ არის მოტივაცია. ეს არის მოწვევა — გაბედო ცხოვრება ისეთი, როგორიც არის: სავსე, არაპროგნოზირებადი, მტკივნეული და ლამაზი. ახალი წელი არ იწყება ახალი გეგმებით. იწყება ერთი სიტყვით. გილოცავ ახალ წელს და გიტოვებ ამ ერთ სიტყვას“,- ჰყვება ვიდეოში ფსიქოლოგი.