Digest Logo

რას ნიშნავს „ნასესხები“ - დადგა თუ არა ნამდვილი გაზაფხული?

1776941393
რას ნიშნავს „ნასესხები“

ხალხურ კალენდარში არსებობდა დღეები, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდებოდნენ. მათ შორის იყო „ნასესხებიც“ - მარტის მიწურულისა და აპრილის დასაწყისის (ახალი სტილით აპრილის შუა რიცხვების) ის მონაკვეთი, როცა ამინდი მოულოდნელად შეიძლება კვლავ გამკაცრდეს, ქარი ამოვარდეს, აცივდეს, მოთოვოს ან სეტყვაც კი წამოვიდეს. 

სწორედ ამ მოულოდნელი სიცივისა და არამდგრადი ამინდის გამო შეარქვა ხალხმა ამ დღეებს „ნასესხები“- თითქოს მარტმა აპრილისგან რამდენიმე დღე ისესხა, რომ წასვლამდე კიდევ ერთხელ ეჩვენებინა თავისი სიმკაცრე.

ქართულ ზეპირსიტყვიერებაში „ნასესხებთან“ დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული თქმულება მეცხვარეს უკავშირდება.

გადმოცემის მიხედვით, მეცხვარემ მარტის ბოლოს სიხარულით აღნიშნა, რომ მძიმე ზამთარი გადაიტანა და მის ფარას მარტმაც ვერაფერი დააკლო. 

გაბრაზებულმა მარტმა აპრილისგან რამდენიმე დღე „ისესხა“, მეცხვარის დასასჯელად თოვლი, ქარი და სეტყვა მოიშველია და ფარა ძლიერ დააზიანა.

სწორედ ასე ხსნიდა ხალხური ფანტაზია იმას, თუ რატომ არის გაზაფხულის ამინდი ზოგჯერ ისევ ზამთარივით მკაცრი. იქ, სადაც თანამედროვე მეტეოროლოგია ატმოსფერულ პროცესებს აღწერს, ხალხური კულტურა ამბავს ქმნიდა. 

თქმულება ერთგვარი გაფრთხილება იყო - „ნუ ენდობი მარტის ბოლოს ნაადრევ სითბოს, რადგან გაზაფხული ჯერ ბოლომდე არ დამდგარაო...”

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸„დადუმებამდე სასწაულ ფორმაში ხარ“ - 62 წლის ეკა კახიანის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს

⭕„როცა ყოველ დღე ფეისბუქზე ამტკიცებ, რომ ყველაზე ბედნიერი ხარ, დიდია ალბათობა, რომ არ ხარ“ - ლევან შელეგიას რჩევები

⭕„მე და ბაჩომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები ვაჩუქეთ ერთმანეთს და ამ მოგონებებით ვიცხოვრებ მანამ, სანამ ისევ ბაჩომდე მივალ…“ - ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძის ემოციური მიმართვა

წყარო: www.zmna.ge