Digest Logo

რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და ტრადიციები, რომელიც დღესასწაულს უკავშირდება

1767761931
შობის დღესასწაული

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრამ წლების შემდეგ საჭირო გახდა ახალი კალენდრის შემოღება, იმიტომ რომ ყოველ 128 წელიწადში ერთხელ ერთი დღე-ღამის ცდომილება იყო.

1582 წელს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარი გრიგორიანული კალენდრით შეცვალა.

მართლმადიდებლურ ქვეყნებში, სადაც ეკლესიებმა კალენდარული რეფორმა წარმატებით ჩაატარეს, შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამ დღეს შობას ზეიმობენ არამხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები, არამედ საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სირიის, ლიბანის და ეგვიპტის მართლმადიდებელი ეკლესიებიც. წელს პირველად, შობა 25 დეკემბერს აღინიშნა უკრაინაშიც.

ხოლო საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის და ათონის მართლმადიდებლები კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ. საქართველოს ეკლესია მიიჩნევს, რომ შობა, ისევე როგორც სხვა ყველა საეკლესიო დღესასწაული ძველი კალენდრით უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება ახალ წელს, ის, როგორც საერო დღესასწაული, ახალი სტილით, 1 იანვარს აღინიშნება.

შობის ტრადიციები:

შო­ბის დღე­სასწაულზე მორწმუნეები 40-დღიან მარხვას ასრულებენ, რომელსაც 28 ნოემბრიდან იწყებენ.

შობის ღამეს ფანჯრებთან ტრადიციულად სანთლები ინთება - შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟება და ნიშანია იმისა, რომ ჩვენ სახლის და გულის კარს ვხსნით, რომ იქ მესია დაიბადოს. აღნიშნული ტრადიცია საქართველოში პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.

ამასთან, დღესასწაულს საშობაო ალილოთი ეგებებიან. ამ დროს გროვდება შემოწირულებები, რომელთაც შემდეგ გაჭირვებულებს და ქვრივ-ობლებს ურიგებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ილია მეორე - „სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, პატიებას“

⭕ილია მეორე - „თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე“

⭕სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე