Digest Logo

რატომ არის იაპონური სასკოლო ჩანთა, უბრალოდ ჩანთაზე მეტი?: „მიწისძვრის შემთხვევაში მისი თავზე დაფარება შეიძლება, წყალდიდობისას ტივტივებს“

1763362591
ვისაც ანიმეები და იაპონური ფილმები გიყვართ, ალბათ, შეგიმჩნევიათ ეს ზურგჩანთა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომელიც იაპონურ სკოლის ჩანთას - Randoseru-ს ეძღვნება. პოსტის ავტორი აღწერს, რომ ეს ჩანთა არა მხოლოდ სასკოლო აქსესუარია, არამედ ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლო და პირველკლასელების „უჩინარი მცველია“, რომელიც ბავშვს ექვსი წლის განმავლობაში თან სდევს.

როგორც გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, Randoseru-ს განსაკუთრებული თვისებების გამო იაპონიაში მას უდიდეს ნდობას უცხადებენ:

„ვისაც ანიმეები და იაპონური ფილმები გიყვართ, ალბათ, შეგიმჩნევიათ ეს ზურგჩანთა.

ეს არის იაპონური Randoseru. ეს ზურგჩანთა მხოლოდ სკოლის ჩანთა არაა, ეს არის ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლო და ერთგვარი „უჩინარი მცველი“, რომელიც პირველკლასელს ექვსი წლის განმავლობაში თან მიჰყვება.

რატომ ენდობიან იაპონიაში ამ ჩანთას ასე სერიოზულად?

• უსაფრთხოება პირველ ადგილზეა - ჩანთას მსუბუქი, მაგრამ, ამავდროულად, გამძლე კონსტრუქცია აქვს. მიწისძვრის შემთხვევაში მისი თავზე დაფარება შეიძლება.

• წყალდიდობისას ტივტივებს და სპეციალური მასალის დახმარებით არ იძირება.

• GPS და SOS ფუნქციები - თანამედროვე მოდელებში ჩაშენებულია ტრეკერი, რომელიც მშობლებს აწვდის ინფორმაციას, სად იმყოფება ბავშვი.

• ანარეკლი ღამით - ჩანთაში ჩაშენებულია ამრეკლი მასალა და ღამე ანათებს, რაც გზაზე ხილვადობას ზრდის.

• უცვლელი ფორმა - მასალა არ იბზარება, არ იკუმშება, არ ცვდება. რაც არ უნდა ჩაალაგო, სატარებლად არის მსუბუქი. აქვს ორთოპედიული მასალა და ბავშვს რბილად ებჯინება ზურგზე.

Randoseru იაპონიაში არის არა უბრალოდ ნივთი, არამედ, პატარა რიტუალი. ბავშვთან ერთად გადის პირველ ნაბიჯებს. ესაა ჩანთა, რომელიც ყველას ენატრება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შედეგიანია კბილზე, ტერფებზე მკურნალობა“ - 17 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ და სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში!“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„გელით შოკის მომგვრელი ამბები, რომელმაც შეიძლება მსოფლიო სკანდალიც კი გამოიწვიოს“ - 17-23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, რამაზ გიგაურისგან