მალე ქრისტიანული სამყარო უდიდეს დღესასწაულს - ბრწყინვალე აღდგომას იზეიმებს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული და საყოველთაოდ ცნობილი ტრადიცია - კვერცხების წითლად შეღებვაა.
კვერცხების შეღებვის და მათი ერთმანეთისათვის ჩუქების ტრადიცია არსებობს როგორც მართლმადიდებელ, ასევე კათოლიკე ქრისტიანებში. მისი წარმოშობის ფესვების შესახებ უამრავი ვერსია არსებობს.
პირველი ვერსიით, წითლად კვერცხის შეღებვა დაკავშირებულია ძველი რომის ისტორიასთან. ლეგენდის თანახმად, ასეთი ფერის იყო კვერცხები, რომლებსაც ალექსანდრე მაკედონელის დედის ქათამი დებდა დიდი მხედართმთავრის დაბადების დღეს.
მეორე ვერსიის თანახმად, წითელი ფერი სიმბოლიზირდება ქრისტესათვის წამებული პირველი ადამიანების მიერ დაღვრილ სისხლთან. გადმოცემის მიხედვით, მათ საწამებლად კვერცხის ფორმის რკინის გალიაში ათავსებდნენ და შემდეგ გარედან ცეცხლს უნთებდნენ.
მესამე ვერსია მარია მაგდალინელს უკავშირდება. ამ ლეგენდის თანახმად მარია მაგდალინელი მივიდა იმპერატორ ტიბერიუსთან და მას ამცნო ქრისტეს აღდგომა, თან კვერცხი მიუტანა. ტიბერიუსმა მიუგო, რომ ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. მოხდა სასწაული, კვერცხი იმპერატორის თვალწინ წითელ ფერად შეიღება. ამან ისე იმოქმედა ტიბერიუსზე, რომ მან შეწყვიტა ქრისტიანების დევნა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მაია ასათიანმა 14 კილოგრამი დაიკლო - ფოტო
⭕„აღარ მჯერა აღარც სასწაულების და აღარც სურვილების ასრულების“ - ვინ არის ბათუმში გარდაცვლილი ბიჭი?