Digest Logo

როგორ მოვამზადოთ იდეალური სტეიკი: 6 რჩევა იდეალური გემოს მისაღებად

1709106421
სტეიკისტეიკი

მრავალი სახის სტეიკი არსებობს. ყველაზე გავრცელებულია: რიბაი, სტრიპლოინი, შატობრიანი, ტიბოუნი და ტომაგავი. კარგად მომზადებულ სტეიკს ღრმა და მრავალფეროვანი გემო აქვს. გთავაზობთ იდეალური სტეიკის მომზადების ეტაპებს:

1. სწორად შეარჩიეთ ხორცი

ხორცეული ნაცნობისგან ან საყვარელი რესტორნისგან შეიძინეთ. 

2. შექმენით იდეალური გარემო სტეიკის მოსამზადებლად

გემრიელი სტეიკის მოსამზადებლად საჭიროა პირველ ეტაპზე ხორცი ოთახის ტემერატურაზე გააჩეროთ და არა მაცივარში. შემდეგ ხორცის ნაჭერი მარილსა და წიწაკაში ამოავლეთ.

3. ატრიალეთ ხორცი

როდესაც ხორცს შესაწვავად მოათავსებთ, დაადექით თავზე და მინიმუმ 2_3 ჯერ გადაატრიალეთ. თუ გურმანი ხართ დიდი ყურადღებით შეარჩიეთ ზეთი, მარილი და წიწაკა. გირჩევთ, ტრიუფელის მარილს და ლავანდაში გარეულ წიწაკას. სტეიკს შეგიძლიათ თან დაურთოთ ზღვის მარილით შეკაზმული ხლოპიები.4. სწორად განსაზღვრეთ დრო

იმისთვის, რომ ხორცს სტეიკი უწოდოთ ცეცხლზე მინიმუმ 2 წუთი მაინც უნდა გააჩეროთ. ჩვეულებრივ, რესტორნებში ხორცის თითო მხარეს 5 წუთს უთმობენ.

5. არ შეცდეთ ,,გარნირის" შერჩევისას

სტეიკი სუფრაზე სოუსთან, სეზონურ სოკოსთან ან სალათასთან ერთად მიაქვთ. სოუსის მოსამზადებლად შეგიძლიათ აიღოთ კარაქზე დამზადებული ზეთი, დაუმატოთ მას ნიორი და ოხრახუში, ჩააწვეთოთ ტრიუფელის ზეთი და შეურიოთ მარილიანი წიწაკა გემოვნებით. მიიღებთ ჰაეროვან ჩილის. სუფრაზე მიტანის შემდეგ სტეიკს სოუსი მოასხით.

6. ღვინო?!

სტეიკს ძალიან უხდება წითელი ღვინო. თუ თქვენ საინტერესო ექსპერიმენტებისთვის მზად ხართ, შეგიძლიათ ხორცთან ერთად ხილზე დამზადებული ღვინოც მიირთვათ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის მარტში დიდი სიურპრიზი და მნიშვნელოვანი სიახლეები ელით

🎥 რა უნდა გაითვალისწინოთ რეტინოლის მიღებისას? - ზაზა თელიას რჩევები

„მატარელების ქურდი“, ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე - უცნობი ამბები გივი სიხარულიძის შესახებ

წყარო: www.beaumonde.ge