მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე გვიზიარებს საიდუმლოს, თუ როგორ შეიძლება ბურღულეული და თხილეული ორგანიზმმა სრულად გამოიყენოს. მისი მეთოდით, 12-საათიანი პროცესი ფიტინის მჟავის „გატეხას” უზრუნველყოფს და მინერალების ბიოშეღწევადობა 5-10%-დან 100%-ზე აიყვანება. შედეგი? მცირე რაოდენობით საკვები უფრო მეტ სარგებელს მოგანიჭებთ, ვიდრე მთელი კვირის ჯანსაღი, მაგრამ დაუმუშავებელი პროდუქტები.
„საკვების ბიო - შეღწევადობა და მისი გატეხვის მექანიზმი
ადამიანების უმეტესობას მინერალების ქრონიკული შიმშილი აქვს. კალიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი და ა.შ. - ეს ის საწვავია, რომლის გარეშეც ჩვენი ძრავა გამართულად ვერ მუშაობს, დაწყებული გულის რიტმიდან, დამთავრებული ნერვული სისტემით, რომელიც მინერალების გარეშე მოკლე ჩართვებს იძლევა.
ამ დეფიციტის შესავსებად ჩვენ გავრბივართ და გაურკვეველ აბებს ვყლაპავთ, მაშინ როცა ნამდვილი გამოსავალი ისევ სამზარეულოშია, კონკრეტულად კი ბურღულეულში, თუმცა აქ ერთი დიდი მაგრამ არსებობს.
ბევრს ჰგონია, რომ თუნდაც ძვირადღირებულ, ორგანულ შვრიას ან ლობიოს თუ ა.შ. მიირთმევს, ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს. სინამდვილეში ეს დიდი ილუზიაა. ბუნებას აქვს თავდაცვითი მექანიზმები და ნებისმიერ მარცვალს, იქნება ეს ლობიო, ოსპი, შვრია, ამარანტი, სპელტა თუ სხვა ნებისმიერი თესლეული, თხილეული და ა.შ. თან ახლავს მცველი - ფიტინის მჟავა.
წარმოდგენა რომ გქონდეთ, ფიტინის მჟავა ჰგავს, პატარა რვაფეხას თავისი საცეცებით, რომელსაც უარყოფითი მუხტი აქვს. ის მაგნიტივით იკრავს დადებითად დამუხტულ მინერალებს და ორგანიზმიდან ისე გამოაქვს, რომ სისხლში შეწოვას ვერც კი ასწრებთ. უბრალო მოხარშვა მას ვერაფერს აკლებს, ის ისევ ცოცხალი რჩება. შედეგად, ვიღებთ სასარგებლო ნივთიერებების მხოლოდ 5-10%-ს, დანარჩენი კი უბრალოდ ტრანზიტით გადის. ანუ, თუ ამ თავდაცვას არ გავანეიტრალებთ, გამოდის, რომ ვჭამთ არაფერს.
იმისთვის, რომ ბუნებას მოვერიოთ და მინერალები მივითვისოთ, ჩვენ „სასაკლაო“ უნდა მოვაწყოთ და საქმეში სპეცრაზმი ჩავრთოთ. ამ „სპეცრაზმის“ სახელია ფიტაზა, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჭვავის ფქვილი ან დაფქვილი ალაო. პროცესი ასეთია: ვალბობთ ბურღულეულს, ვასხამთ წყალს, რომელიც აუცილებლად 40-45 გრადუსამდე უნდა იყოს გამთბარი, ვამატებთ ლიმონის წვენს მჟავიანობისთვის და მთავარ იარაღს - ჭვავის ფქვილს.
ვალბობთ 12 საათი. სწორედ აქ იწყება 12-საათიანი „დიდი ომი“. თბილ და მჟავე გარემოში გააქტიურებული ფიტაზა თავს ესხმის ფიტინის მჟავას, შლის მის საცეცებს და ათავისუფლებს იმ მინერალებს, რომლებიც აქამდე ტყვეობაში იყვნენ. დილით თქვენ გხვდებათ პროდუქტი, რომლის ბიოშეღწევადობა უკვე 100%-ია ნაცვლად 5 % -სა. შემდეგ შეგიძლიათ მოხარშოთ, ან დახუფული შეინახოთ მაცივარში მაქსიმუმ 3 დღის მანძილზე.
ეფექტი რომ შევადაროთ ( მეორე სურათზე არის 100 გრ შვრია და 100 გრ ამარანტის დღიური ნორმა ) სულ რაღაც 200 გრ. - ასე სწორად დამუშავებული შვრიითა და ამარანტით, მხოლოდ ერთხელ კვებით, თქვენ იღებთ კოლოსალურად უფრო მეტ მინერალს, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც მთელი კვირა თუნდაც ჯანსაღ, ორგანულს, მაგრამ დაუმუშავებელ ბურღულეულს თუ ა.შ. ჭამს.
აი, აქ ჩანს რეალური განსხვავება ცოდნასა და უბრალოდ ჭამას შორის - მინიმალური რაოდენობით ვიღებთ მაქსიმალურ შედეგს, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე“,- წერს მეტაფიზიკოსი.