
„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ყველასთვის რევოლუციური იქნება, რადგან ყველას ცხოვრებას გაუადვილებს“, - ამის შესახებ Microsoft Corporation-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
გეიტსის თქმით, ყოველ ახალ ტექნოლოგიასთან ერთად ფობია, ხოლო შემდეგ კი ახალი შესაძლებლობები ჩნდება.
ბილ გეიტსი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება გამოიწვევს მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვას მსოფლიო მასშტაბით.
გეითსი პროგნოზირებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას გაუადვილებს ცხოვრებას. მან აღნიშნა ექიმების მიერ საბუთების მომზადების პროცესი, რომელიც მისივე თქმით, „იმ სამუშაოს ნაწილია, რომელიც მედიკოსებს არ მოსწონთ, მაგრამ შესაძლებელია ის ძალიან ეფექტური გახდეს“.
მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის დანერგვა განათლებისა თუ მედიცინის სფეროში იქნება „უბრალოდ ფანტასტიკური“.
„ხელოვნურ ინტელექტზე წვდომა ტელეფონის ან კომპიუტერის მეშვეობით იქნება შესაძლებელია“, - აცხადებს გეიტსი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„კვალი სკოლიდან ქრება, მას ოჯახი ამ დრომდე ეძებს“ - ბათუმში 13 წლის მოზარდი დაიკარგა
🎥 გაიცანით, კახეთში მყოფი საბრძოლო იარაღების ერთადერთი ოსტატი და კულტურული მემკვიდრეობის დამცველი