Digest Logo

🎥 „როცა ვბრაზდებით ან ვეჭვიანობთ, საკუთარი დასწავლილი ჩვევების მსხვერპლნი ვხდებით“ - როგორ მართავს ქვეცნობიერი ჩვენს ცხოვრებას? ალექსანდრე ჯორჯიკიას განმარტება

1791793507
ალექსანდრე ჯორჯიკია

რამდენად ვმართავთ საკუთარ ცხოვრებას ცნობიერად და რამდენად გვმართავს ქვეცნობიერში ჩაწერილი გამოცდილებები, ჩვევები და ავტომატური რეაქციები? - ამ ლექციაში ალექსანდრე ჯორჯიკია საუბრობს ქვეცნობიერზე, ადამიანს შინაგან „კოდებზე“ და იმ მექანიზმებზე, რომლებიც ხშირად შეუმჩნევლად მოქმედებს მათ აზრებზე, ემოციებზე, გადაწყვეტილებებსა და ქცევაზე. ასევე ლექციაში განხილულია, როგორ ყალიბდება ეს ავტომატური შაბლონები, როგორ ვლინდება მათი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს თვითშემეცნებასთან და მედიტაციასთან.

„ადამიანი კომპიუტერი არ არის, მაგრამ ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად ავტომატური კოდებითა და შაბლონებით იმართება. როცა უნებლიეთ ვბრაზდებით ან ვეჭვიანობთ, საკუთარი დასწავლილი ჩვევების მსხვერპლნი ვხდებით.

რეალობაში არსებობს მხოლოდ ფაქტი, მაგალითად, ახლობელმა ტელეფონს არ უპასუხა, ხოლო ჩვენი რეაქცია 100%-ით წარსულის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ტვინი ენერგიის დაზოგვის მიზნით მუდმივად ცდილობს უკვე გაკვალული ბილიკით - მეხსიერებაში ჩაწერილი ძველი შთაბეჭდილებებით, სანსკარებით იმოძრაოს.

ხშირად ბავშვობის კოდები, მაგალითად, განცდა, რომ სიყვარული უნდა „დავიმსახუროთ“ დიდობაშიც განაპირობებს ჩვენს ქცევასა და ურთიერთობებს. ნამდვილი თავისუფლება საკუთარ ქვეცნობიერში ჩახედვით და ამ ავტომატური მექანიზმების გაცნობიერებით იწყება, როცა იცი, როგორ მუშაობს შენი კოდი, გიჩნდება შანსი, სიტუაციას სულ სხვაგვარად უპასუხო.

ადამიანს შეიძლება არაფერი პრობლემა არ ჰქონდეს, მაგრამ თავზე ხელი გადაგვისვეს მარტო იმიტომ, რომ კარგად მოვიქეცით და მივეჩვიეთ აი ამას. ამით ისეთ კოდს ვაყალიბებთ, რომ თუ სხვას არ ვსიამოვნებთ, საკუთარი ღირებულება გვეკარგება.

როდესაც ჩვენს შინაგან მექანიზმებს - მანასს, ბუთხის, ახანკარასა და ჩიტს არ ვიცნობთ, ჩვენი რეაქციები სრულიად ავტომატური ხდება. ტვინი უბრალოდ უმცირესი წინააღმდეგობის გზას ირჩევს: როცა ჩნდება ახალი სურვილი {ვასანა}, ის ეგრევე მიჰყვება ძველ, უკვე გაკვალულ მეხსიერების კვალს {სანსკარას}.

სწორედ ამიტომ ვტრიალებთ ხოლმე ერთი და იმავე წრეზე - ურთიერთობებში, სამსახურში თუ ყოველდღიურ ემოციებში. გგონია, რომ ეს შენი თავისუფალი არჩევანია, სინამდვილეში კი უბრალოდ შენივე ქვეცნობიერი შაბლონები და წარსულის ტრავმები გმართავს.

ნამდვილი ცვლილება და შინაგანი თავისუფლება მხოლოდ მაშინ იწყება, როცა იწყებ საკუთარ თავზე დაკვირვებას. როცა აცნობიერებ ამ ავტომატურ კოდებს, შენ უკვე აღარ ხარ მათი უნებლიე მსხვერპლი, გეძლევა პაუზის აღების, გააზრებისა და სულ სხვა, ჯანსაღი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“,- ჰყვება ალექსანდრე ჯორჯიკია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕