
12 ცალი ყურძნის მარცვალის ჭამა, ვალენსიასა და ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საახალწლო ტრადიციაა.
ამიტომ, როცა 31 დეკემბრის საღამოს 12 საათი შესრულდება, შეჭამეთ 12 მარცვალი ყურძენი და თან იფიქრეთ სურვილსა და ოცნებაზე, რომელიც მთელი გულით გსურთ, რომ აგისრულდეთ.
ახალი წელი ვალენსიასა და ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი ზამთრის არდადეგებია, რომელიც მრავალი წეს-ჩვეულებებით და ტრადიციებითაა აღსავსე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია 12 ცალი ყურძნის მარცვლის ჭამა, ზუსტად 12:00 საათზე.
ყოველწლიურად ახალი წლის ღამეს, რომელსაც ესპანურად Nochevieja ჰქვია (ანუ ხანდაზმული ღამე, წლის ყველაზე ძველი ღამე), მილიონობით ესპანელი ოჯახი იკრიბება გულუხვად გაშლილი სუფრის გარშემო იმ დაუვიწყარი მომენტის მოლოდინში, როდესაც მთავარი ქვეყნის საათი, რომელიც მდებარეობს მადრიდის მერიის შენობაში, პუერტა დელ სოლში, დაიწყება ახალი წლის ბოლო წუთების ათვლა. სწორედ ამ წუთებში, სანამ ოჯახს და მეგობრებს ახალ წელს მიულოცავენ, ყველა ესპანელი ცდილობს მიირთვას 12 ცალი იღბლიანი ყურძენის მარცვალი (doce uvas de la suerte), რათა მომავალ წელს ბედნიერება და წარმატება ახლდეს მას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში საქართველოში? - განახლებული პროგნოზი რეგიონების მიხედვით
⭕სურვილის ჩაფიქრების რიტუალი, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა შეასრულოთ