Digest Logo

„საკუთარი ბედნიერების დაბლოკვა ძალიან ადვილია“ – როგორ იზიდავს ადამიანი უბედურებას?

1772634480
უიღბლობაუიღბლობა

ყოველი ჩვენგანი სამყაროზეა დამოკიდებული. სამყაროში კი უმიზნოდ არაფერი იკარგება და მით უმეტეს, ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი. შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ, მეტად დაკვირვებული უნდა ვიყოთ, არ ვისროლოთ სიტყვები უმიზნოდ და დაუფიქრებლად. ყურადღება მივაქციოთ ყოველ წვრილმანს, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე და თავი ავარიდოთ შესაძლო საფრთხეს. 

ადამიანი ფიქრისა და სიტყვის საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიებს და თავად აყალიბებს აზრს, რომელიც მისივე წარმატება-წარუმატებლობაზე აგებს პასუხს. ვისაც ხშირად უმართლებს, ამბობენ, რომ ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული. თითოეული ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის განსაზღვრავს ჩვენს ბედისწერას.

ბედის ვარსკვლავი ადამიანის დაბადებისთანავე ჩნდება და კაშკაშს იწყებს, ხოლო სიკვდილის მომენტში ცას სწყდება და ქრება. მისი ჩაქრობა ერთბაშად არ ხდება, როდესაც ადამიანის ცხოვრების დასასრული ახლოვდება, ვარსკვლავი ნელ-ნელა კარგავს კაშკაშს. ადამიანის ბედ-იღბალი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კაშკაშაა მისი ვარსკვლავი: თუ ის ძლიერი და ნათელია, ცხოვრებაც უფრო წარმატებული და იღბლიანია; თუ მკრთალია - წინაღობები და სირთულეები მეტია.

ბედის ვარსკვლავი ჩვენს განზომილებაში უხილავია, თუმცა ის მუდამ თან დაგვყვება. ამიტომ არ უნდა ვიწუწუნოთ და ნეგატიური ემოციებით არ უნდა „გავანაწყენოთ“ ჩვენი ბედისწერა.

არსებობს ენერგია, რომლის დახმარებითაც - ფიქრის, აზრისა და სიტყვის საშუალებით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებას ან უბედურებას. ქაოსური ფიქრი შედეგს არ იძლევა, ისევე როგორც უმისამართო შრომა. საჭიროა მიზანმიმართული და მუდმივი ფიქრის უნარის განვითარება. ასე ყალიბდება აზრ-ფორმა, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და კონკრეტული ინფორმაციული ენერგიის მოზიდვა.

თუ გსურთ ბედნიერება, მიიღეთ ადამიანები და მოვლენები ისეთები, როგორებიც არიან სინამდვილეში და არა ისეთები, როგორებიც გსურთ იყვნენ. მოუსმინეთ სხვებს, გაითვალისწინეთ მათი აზრი, დაფიქრდით და შემდეგ იმოქმედეთ თქვენთვის სწორად.

საკუთარი ბედნიერების დაბლოკვა ძალიან ადვილია, მაგრამ მისი შეჩერებაც თავად შეგიძლიათ.

მოულოდნელობებმა ცხოვრება არ უნდა გაგიფუჭოთ. იფიქრეთ, რომ ძლიერი ხართ, რომ ყველაფერი მოგვარდება და რომ თქვენი ბედის ვარსკვლავი თქვენთვის კაშკაშებს.

როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, თქვენი ვარსკვლავიც უფრო ძლიერად ანათებს, ბედიც მეტად გიღიმით და არც წინაღობების უნდა გეშინოდეთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამერიკა ირანს არაფერს დაუთმობს...ქვას ქვაზე არ დატოვებს“ - ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

⭕ვალუტის ახალი კურსი

წყარო: tbiliselebi.ge