
ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.
ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც სხვადასხვა უარყოფით გრძნობაზე საუბრობს, რომლის შეცვლაც თავად ადამიანებს შეგვიძლია:
„არსებობს ეგო, რაც შემქმნელმა ადამიანში ჩადო, გაუშვა და უთხრა, დაგაკვირდები როგორ შეძლებ შენი ეგოს გამოყენებას, გამოსწორებას. ანუ, ეგოს სწორი გამოყენება მთავარია. შურიც, ბოღმაც, ზიზღიც მისი ერთ-ერთი სახეობაა.
ზიზღი უნდა გადაიფაროს სიყვარულით, ბოღმა - პატიებით. შური კი ისეთი გრძნობაა, რომ თუ ის როგორც სინათლის ხმა ასე გამოიყენე, გექნება დიდი წარმატება.
წარმატებული ადამიანი იკრავს ცუდსაც და კარგსაც თავისი სიკეთისთვის.
სიკეთეც, ბოროტებაც, დღეც, ღამეც, სინათლეც და სიბნელეც ყველაფერი არსებობს შენში და შენ ხარ მთავარი მმართველი სტრუქტურა, რომელიც აკონტროლებს ამ ყველაფერს. თუ ამას გავიგებთ, ყველაფერი გადავა მეორე ფლანგზე“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაბადებული ინგლისის არისტოკრატიისთვის“ - ლელა მებურიშვილი ლონდონის ქუჩებში სეირნობს