Digest Logo

„შეწყვიტეთ „სელფის“ გადაღება!“ - რა ენერგიას ატარებს გავრცელებული „ტრენდი“, გოგა მანიას განმარტება

1739361334
გოგა მანია

ბოლო დროს საკმაოდ „ტრენდულია“ სარკეში ფოტოს გადაღება ე.წ. სელფი, იქ სადაც კი სარკეა. ეს იქნება, ქუჩა, რესტორანი, ბარი, ლიფტი თუ სხვა.

ალბათ იშვიათია ადამიანი, ვისაც მსგავსი ფოტო არ მოეპოვება საკუთარ მობილურში. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა საფრთხე შეიძლება ამ თითქოს უწყინარმა ქმედებამ მოგვიტანოს.

ეზოტერიკოსი გოგა მანია „დაიჯესტს“ უამბობს, რომ ნებისმიერ სარკეს, გინდ ოჯახში და გინდ გარეთ ენერგეტიკული წმენდა სჭირდება, რადგან ის წარმოადგენს პორტალს.

„სელფის“ გადაღებისას, ადამიანები მათ უკანა მხარეს ნუ გამოაჩენენ, რადგან ორივე პორტალი იხსნება ამ დროს. მაგალითად სასტუმროს ნომრის სარკე, აუცილებლად უნდა გაწმინდოთ. რესტორნებში, კაფეებში, სარკის წინ დგებიან და სურათს იღებენ ადამიანები, იქნებ რა ხასიათზე ჩაიხედა ადამიანმა იმ სარკეში. ეს არის უდიდესი ძალის მქონე ნივთი, რომელიც იმახსოვრებს ამ სხვადასხვა ენერგიებს.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ გავწმინდოთ სარკე?

ავიღოთ ცოტა ძმარი, მარილი და წყალი - ამ ინგრედიენტების ნაზავით საგულდაგულოდ გაწმინდეთ სარკე, ამის შემდეგ კი იმ სპრეით, რითაც წმენდთ მინებს. სარკე ყოველთვის უნდა იყოს სუფთა.

ძალიან მნიშვნელოვანია რომ გახსოვდეს, სარკის ენერგიის დაზიანება ან დაბინძურება, მთლიანი ოჯახის ენერგიის დაზიანებას იწვევს“, - ამბობს გოგა მანია „დაიჯესტთან“ საუბარში.

ცნობისთვის, გოგა მანია საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსია. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მრავალს დაესწარი ძამიკო, სულ გახარებული იყავი“ - ჯიმი აბესაძე გიორგი გაბუნიას დაბადების დღეს ულოცავს

⭕„ძალიან მსიამოვნებს თქვენი ყურება“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებ

🎥 „მუხლები მიკანკალებდა იმდენად მეშინოდა, მაგრამ გავბედე...“ - რას ჰყვება თათა გიორგობიანი?