![თათა გიორგობიანი თათა გიორგობიანი](https://digest.ge/uploads/files/2024/11/08/61535/tata-giorgobiani_w_h.jpeg)
„იმედის დილის“ რუბრიკაში „ავტომობილი“ ფსიქოლოგი და მომღერალი თათა გიორგობიანი იყო სტუმრად, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ავტომობილს 2 წელია რაც მართავს და მანქანა მეუღლემ აჩუქა.
„მანქანა ჩემმა მეუღლემ მიყიდა და ზუსტად ჯდება ჩემ გემოვნებაში, რადგან არის პრაქტიკული. 2 წელია რაც ავტომობილს ვმართავ და ვიცი, რომ ეს არ არის დიდი დრო გამოცდილი მძღოლობისთვის. ალღო მარტივად ავუღე, თუმცა სიჩქარეს ვუთამამდები და მივხვდი, რომ ეს არ არის კარგი.
მახსოვს პირველად საჭესთან რომ დავჯექი მეგონა, რომ ვერასდროს ვერ ვისწავლიდი მართვას, მუხლები მიკანკალებდა იმდენად მეშინოდა, მაგრამ გავბედე და ეს შევძელი. ყველაზე მეტად ვბრაზდები, როდესაც მანქანიდან ისვრიან ნაგავს“, - ამბობს თათა გიორგობიანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: