Digest Logo

„შიზოფრენიის კარიბჭე – როცა საკუთარ აზრებში ეჭვი გეპარება“ - ანდრო დგებუაძე „სინდისთან დიალოგის“ მნიშვნელობაზე

1750845246
ბიზნესკონსულტანტი, თავისუფლებაზე, შეგნებასა და სინდისზე

არსებობს ერთი ხმა, რომელსაც ვერსად გაექცევი. ის არ ყვირის, არ მოგთხოვს დამორჩილებას, არ დაგემუქრება. ის უბრალოდ გელოდება - მაშინაც კი, როცა შენ მას ხმას არ აძლევ.

ეს ხმა სინდისია.

სინდისთან დიალოგი ყველაზე მძიმე საუბრებიდან ერთ-ერთია, რადგან იქ მოტყუება შეუძლებელია. ვეღარ იმალები სიტყვებში, ვეღარ აპარებ თვალს. იქ ხარ ნამდვილი - დაუცველი, შიშველი, მაგრამ სწორედ ამიტომ ღირსეული.

როცა ღამე დგება და შენ სიჩუმეში რჩები, გრჩება მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში ხარ. არც სოციალური სტატუსი, არც წარმატება, არც მარცხი - მხოლოდ საკუთარი თავი და ის, ვისაც ვერასდროს მოატყუებ: შენი სინდისი.

ეს დიალოგი არ არის ერთჯერადი. ის მთელი ცხოვრების პროცესია - ძიება, შიგნით ჩახედვა, შეცდომების აღიარება და შვება, როცა გზას ისევ პოულობ.

„სინდისთან დიალოგი“ - სწორედ ამ საკითხზე, ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე საუბრობს.

„თუ აზროვნებაში მომიტანა ცხოვრებამ და ეჭვის ელემენტი შევიტანე იქ, იმასაც ვფიქრობ, რომ სამყარო იქნებ ისეა მოწყობილი, როგორც მე არ მგონია. შეიძლება მტერი მოყვასია და ვერ ვხვდები. და ეს ფიქრები შეიძლება იყოს საშიში მომენტი და შიზოფრენიის კარიბჭესთან ხარ ახლოს, სადაც შესაძლოა შეხვიდე - შიზოფრენია არის, ის მომენტი, როდესაც საკუთარ აზრებს არ ენდობი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ ოთახში შევიდეთ. თუმცა სულიერების გზაზე, სადაც თვითშემეცნებაა, მოგვიწევს გავლა ამ ოთახთან, მთავარია არ შევიდეთ იქ“, - ამბობს ანდრო დგებუაძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: