„კაცმანის სხვა პოდკასტის“ სტუმარი, ასტრო-ფსიქოლოგი და ტრანსცედენტული მედიტაციის მასწავლებელი ალექსანდრე ჯორჯიკია იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
გადაცემის წამყვანის ერთ-ერთი კითხვა კი შეეხებოდა ბალანსის დაცვას ქრისტიანულ რელიგიასა და ვედურ ცოდნას შორის:
საშა კაცმანი: შენ ძალიან ოპერირებ საუბარში ქრისტიანობითა და ვედებით. ჰარმონიზებულად ოპერირებ, თითქოს ასე ისმინება, რომ შენში ეს ცოდნა ჰარმონიზებულია. ბევრი რამ მაქვს წაკითხული ქრისტიანობასა და ვედებს შორის კავშირზე. შენ როგორ დააბალანსე შენში ეს ცოდნა? ბევრი რამ ამ ორ სფეროში ურთიერთგამომრიცხავია, თუნდაც რეინკარნაციასთან დაკავშირებით. და ვიცი, რომ მორწმუნე ქრისტიანული ოჯახიდან ხარ წარმოშობით
ალექსანდრე ჯორჯიკია:
„ჩემი აზრით სხვაობა არ არის, ერთია ყველაფერი. უბრალოდ სხვადასხვა ენით და ტონით განვმარტავთ რაღაც-რაღაცებს. ეს განსხვავება, უკვე დამოკიდებულია იმ კულტურასა და არეალზე, სადაც ეს სცენარი ვითარდებოდა.
მაგ: რომ შევხედოთ რელიგიებს, რელიგიები სადაც არის გაბატონებული, თავიდან სადაც მოხდა განვითარება ეს დამოკიდებული იყო კლიმატზე და გარემოზე. ამა თუ იმ არეალში რა ფიზიკის კანონიც მოქმედებს, იმას არის მორგებული ადათიც, წესიც და რელიგიაც.
არსებობს ისეთი რელიგიები, რომელიც შედარებით მკაცრია და ისეთი რელიგიები, რომელიც შედარებით მსუბუქია. მაგ; რატომ იკრძალება ალკოჰოლის დალევა და ღორის ხორცის ჭამა ჩვენგან სამხრეთით? რადგან იქ კლიმატური პირობებია ისეთი. შეჭამეთ ხორცი დალიეთ არაყი და 45 გრადუსს სიცხეში გარეთ რომ გამოხვალ, ნახავ რაც დაგემართება. ფიზიკურად ვერ გაძლებ და ის შეზღუდვები, რაც არის იმ ტერიტორიაზე ამან რელიგიური სახეც მიიღო.
რეალურად, ერთია ყველა რელიგია და რელიგიის ერთი მიზანი არის, ის რომ დაგაბრუნოთ იქიდან, საიდანც წამოხვედი და რაღაც მომენტში ეს არის შიში, ესეც არის ეგოს პრეროგატივა. სიმართლე ერთია, ღმერთი ერთია და ცოდნა ერთია... აქ მთავარია ის, ამ სიბრძნეს და ცოდნას ვინ, როგორ გადმოსცემს და ვის, როგორ გვესმის.
არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობა ვედებს, პირიქით, ერთი ერთში არის, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქრისტიანული რელიგია შეიცვალა მას შემდეგ, რაც თავიდან განვითარდა და ბევრი ცვლილებები მოხდა მასში.
შესაძლოა, ბოლომდე არ ითქვა რაღაცები და დაიმალა, ამასაც აქვს თავისი მიზეზი. ჩვენი რელიგია მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეცვლილია, რასაც დღეს ვაკეთებთ და ამდენი საუკუნის განმავლობაში ვაკეთებდით, არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტესთან, საერთოდ საწინააღმდეგო ქმედებას ვახორციელებდით, თუნდაც ქრისტეს სახელით ადამიანების ხოცვა გაუგონარია. ადამიანი, რომელიც უსაზღვრო სიყვარულს ქადაგებდა, მისი სახელით სიცოცხლის შეწყვეტა შეუძლებელია, ამაზე დიდი უგუნურობა არ არსებობს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რაც არის დარჩენილი იმდენად დიდი იმპულსია და იმდენად ძლიერი მიმართულება თუ გაჰყვები ბოლომდე, მიგიყვანს მიზნამდე.
ხშირ შემთხვევაში და სამწუხაროდ, ჩვენი რელიგიისთვის მიღებული არის ის, რომ უნდა იტანჯო, იწამო და სინანულში იყო. რეალურად ამის მიზეზი ის არის, რომ სამყაროში რაღაც პერიოდი ცოდნა დაიკარგა. ითვლება, რომ ეს არის ტანჯვა და ამ ცხოვრებაში უნდა იტანჯო, რომ მიაღწიო ცათა სასუფეველს. ეს კი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიცრუე. ტანჯვა არის გზა, თუმცა ეს არის ყველაზე უხეში და ყველაზე რთული გზა. ამ მდგომარეობამდე მიღწევა შესაძლებელია ტანჯვის გარეშეც და აი აქ უკვე არის სიბრძნე, სიბრძნე არის ცოდნაა, ვედები კი არის ცოდნა“, - ჰყვება ალექსანდრე ჯორჯიკია.
ცნობისთვის, ვედები - ეს არის უძველესი ინდური წმინდა ტექსტები, რომლებიც ინდუიზმის საფუძვლად მიიჩნევა. სიტყვა „ვედა“ სანსკრიტიდან ნიშნავს ცოდნას ან სიბრძნეს.
ვედები შეიქმნა დაახლოებით ძვ.წ. II–I ათასწლეულში და თავდაპირველად ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „აიღეთ მუჭა ხურდა ფული და შუადღისას გადით ეზოში ან გამოაღეთ ფანჯარა...“ - ხუთშაბათის რიტუალი
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 იანვარს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით