Digest Logo

თამარა გურგენიძე: „თუ გონებაში ქაოსია და სტრესული ცხოვრება გვაქვს, ეს სხეულში აუცილებლად აისახება“

1785933205
თამარ გურგენიძეთამარ გურგენიძე

Wellness Podcast-ის ახალი ეპიზოდის სტუმარი აღმოსავლური და ჰოლისტიკური თერაპიების ოსტატი თამარა გურგენიძე იყო. გადაცემაში მან ისაუბრა აღმოსავლური ჰოლისტიკური თერაპიების ფილოსოფიაზე, გონებასა და სხეულს შორის კავშირზე, ასევე იმ მიდგომებზე, რომლებიც, მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობას მთლიანობაში განიხილავს.

გურგენიძის განმარტებით, აღმოსავლური ჰოლისტიკური თერაპიები ეფუძნება ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ადამიანის ორგანიზმი ერთიანი სისტემაა და სხეულში არსებული ცვლილებები ხშირად ემოციურ მდგომარეობასა და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობასთან არის დაკავშირებული.

„ჰოლისტიკური აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით, პირველი ათვლის წერტილი ცენტრალური ნერვული სისტემაა. თუ გონებაში ქაოსია და სტრესული ცხოვრება გვაქვს, ეს სხეულში აუცილებლად აისახება. ჰოლისტიკური მიდგომა არ განიხილავს მხოლოდ კონკრეტულ სიმპტომს, არამედ ცდილობს, გამოავლინოს დისბალანსის ძირეული მიზეზი. 

ადამიანს არ ვუყურებთ მხოლოდ ერთი კონკრეტული ტკივილის მიხედვით. სხეულს ვხედავთ, როგორც ერთ მთლიან სისტემას, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. პირველი კითხვა, რომელსაც ადამიანს ვუსვამ, არის – როგორ გრძნობს თავს. არა კონკრეტულ ჩივილზე, არამედ ზოგადად, როგორია მისი მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში. ამის შემდეგ უკვე ვიწყებ სხეულის შეფასებას.

როდესაც სხეულს ვუსმენთ, სხეული თვითონ გვეუბნება, რა სჭირდება. არავინ არავის გადამრჩენელი არ არის. თუ ადამიანი უფრო ცნობიერად უსმენს საკუთარ სხეულს და ცდილობს ცნობიერი ცხოვრებით იცხოვროს, ორგანიზმი თვითბალანსს იწყებს,“- აღნიშნა თამარა გურგენიძემ.

პოდკასტში ასევე ყურადღება დაეთმო ტრადიციულ აღმოსავლურ წარმოდგენას მერიდიანებისა და სხეულზე არსებული აქტიური წერტილების შესახებ, რომლებიც, ამ მიდგომის მიხედვით, სხვადასხვა ორგანოსა და ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული.

გურგენიძის განცხადებით, ჰოლისტიკური თერაპიების მთავარი მიზანი ორგანიზმის ბუნებრივი ბალანსის აღდგენა და ცენტრალური ნერვული სისტემის მოდუნებაა, რაც, მისი თქმით, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე აისახება.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: