Digest Logo

„თავი აფრიკაში მგონია ქურციკებს რომ ვუყურებ“ - სოსო ნებიერიძის მოგზაურობა კახეთში

1731938700
სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 69 ქვეყანა 🌍

მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 219 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.

ამჯერად მოგზაური კახეთში იმყოფებოდა, კონკრეტულად კი ვაშლოვანს, პანკისს და ლაგოდეხს ესტუმრა.

„ეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და მრავალფეროვანი კუთხეა. ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის ნაკრძალი, პანკისის ხეობა, ეს ის ადგილებია, რაც ამ კუთხეს უფრო განსაკუთრებულს ხდის. 

ვაშლოვანი არის ადგილი, სადაც იხილავთ ტყისა და უდაბნოს საოცარ კომბინაციას. ძალიან მომწონს ლანჩაპტი, პატარა აფრიკაა. თავი აფრიკაში მგონია ქურციკებს რომ ვუყურებ. 

აქ ძალიან ბევრი გველი ბინადრობს, მათ შორის გიურზა. მთებს არამყარი შეხედულება აქვს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ვინც აქ ამოხვალთ, მაგრამ ხედები საოცარია.

აქამდე აქ ნამყოფი არ ვიყავი, ძალიან ბევრი დამიკარგავს“, - ამბობს სოსო ნებიერიძე.

ნახეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიდის გარდატეხა, მიზეზი არის სოციალური და მატერიალური შიშები....“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ხატია ბედოშვილისგან 🪐

🎥 „ანდრიას ტრიუმფი“ - ევროვიზიის ოფიციალური ვებგვერდი ანდრია ფუტკარაძეზე

🎥 „მეჩხუბა ძალიან, მითხრა ვლოცულობდი, ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო... ჩემთვის სამარცხვინოა ის, რომ ჩემი შვილი ხარო“ - თამუნა მუსერიძე დედაზე