ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.
ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა. ტელეწამყვანის ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები, დამსახურებული ქორეოგრაფი, გურგენ ხორავაა.
ტელეწამყვანი გადაცემის „როგორ გადავრჩი“ სტუმარი იყო, სადაც დედის პოვნის და მისი რეაქციის მომენტი დეტალურად გაიხსენა:
„თავიდან მითხრა, რომ გავიგო ჩემი შვილი ხარო, ეს წარმოუდგენელიაო, რადგან მე მუცელი მომეშალაო, მაგრამ ვიქნები უბედნიერესიო.
ამის შემდეგ, ვთხოვე გენეტიკურ ტესტს გავიკეთებ ნათესავთან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს -მეთქი, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრა. არ იცოდა, რომ მე უკვე გაკეთებული მქონდა.
სანამ ჩავედი კიდევ ერთხელ დავრეკე, როცა პასუხი მოვიდა. ვუთხარი პირდაპირ, რომ მის ძმისშვილთან გავიკეთე გენეტიკური ტესტი და მე ვარ მისი შვილი. ამას ძალიან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მეჩხუბა ძალიან, მითხრა შენი გამოჩენიდან ვლოცულობდი, რომ შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო.
ჩემთვის სამარცხვინოა ის, რომ ჩემი შვილი ხარო. მას რცხვენოდა იმის, რომ მას ბავშვი ჰყავდა გაშვილებული“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მიყვარხარ საქართველო“ - ანდრია ფუტკარაძის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის სცენაზე