თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოტივატორი, ყოფილი „ზღვის ლომი“ დევიდ გოგინსი, საკუთარ ფილოსოფიაში კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ეს ჩვენს წარმოსახვას ჰგონია. მისი „ექსტრემალური ტვინწყობა“ არ არის მხოლოდ ვარჯიში - ეს არის დაუნდობელი ბრძოლა საკუთარ ეგოსთან და კომფორტთან.
1. ტკივილი გონებაში საიდუმლო კარს აღებს. იმ კარს, რომელიც მიგიყვანს როგორც პიკურ შესრულებამდე, ასევე, ლამაზ სიჩუმემდე.
2. ცხოვრება ერთი გრძელი წარმოსახვითი თამაშია, რომელსაც არ აქვს ტაბლო, არც მსაჯი მყავს და არ მთავრდება, სანამ არ მოვკდებით და დავიმარხებით.
3. ადამიანის სხეულს შეუძლია გაუძლოს და შეასრულოს ჯოჯოხეთურად მეტი, ვიდრე ჩვენს უმეტესობას ჰგონია შესაძლებელი.
4. ფაქტობრივად, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კიდევ სტატისტიკად არ ვიქეცი, ისაა, რომ საბოლოოდ შრომა დავიწყე.
5. არასოდეს უნდა გვქონდეს შეგრძნება, თითქოს ჩვენი სამუშაო დასრულებულია. ყოველთვის მეტია გასაკეთებელი.
6. ცხოვრებაში არ არსებობს ისეთი უგულებელყოფილი ან გარდაუვალი საჩუქარი, როგორიც მარცხია.
7. აკონტროლეთ თქვენი აზროვნება. დაიპყარით თქვენი ფიქრის პროცესი. ეს ცხოვრება მთლიანად წყეული გონებრივი თამაშია. გააცნობიერეთ ეს. მიიღეთ ეს.
8. გააგრძელე დაბრკოლებების დადება საკუთარი თავის წინაშე, რადგან სწორედ აქ იპოვი ხახუნის ძალას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში დაგეხმარება.
9. ნუ მოეფერები შენს ეგოს. ეგოს განადგურება და პირველი ნაბიჯის გადადგმა გჭირდება, რომ შენი თავის ნამდვილი ვერსია გახდე.
10. ცვლილებებისთვის სირთულეების გავლაა საჭირო. მათ პირისპირ უნდა დადგე და იმოქმედო.
11. გასაუმჯობესებლად ყველას უფრო სქელი კანი გვჭირდება.
12. როდესაც ბრძოლის შუაგულში ხართ, საქმე გამძლეობაზე დგება.
13. თვითგაუმჯობესება თავდადებასა და თვითდისციპლინას მოითხოვს.
14. ბრძოლის ქარცეცხლში გაკაჟებულ გონებაზე დაყრდნობამ შეიძლება, თქვენი აზროვნება შეცვალოს.
15. სიდიადე ისეთი რამ არ არის, რასაც თუ ერთხელ შეხვდებით, სამუდამოდ თქვენთან დარჩება. ის სრულიად შეიძლება აორთქლდეს, როგორც ზეთის წვეთი ცხელ ტაფაზე.
16. იმის ნაცვლად, რომ ნაგავზე ფოკუსირდეთ, რომლის შეცვლაც არ შეგიძლიათ, წარმოიდგინეთ ისეთი რაღაცების ვიზუალიზაცია, რომელთა შეცვლაც შეგიძლიათ.
17. სარკეში ყურებისას რბილი დამოკიდებულება იმ საყოველთაო ცვლილებებს არ შთააგონებს, რომლებიც ჩვენი აწმყოს შესაცვლელად და მომავლის დასახსნელად გვჭირდება.
18. პატარა ნაპერწკალის გარეშე კოსმოსური ხომალდის ძრავა არ ინთება. ყველას გვჭირდება პატარა ნაპერწკალი, პატარა მიღწევები ჩვენს ცხოვრებაში, რომ შემდეგ დიდები გავაღვივოთ.
19. შენი შეზღუდვების რეალური მიზეზების შესახებ სიმართლე თქვი და ეს ნეგატივი, რომელიც ნამდვილია, რეაქტიულ საწვავად გადააქციე. შენს წინააღმდეგ დახვავებული შანსები წყეულ ასაფრენ ბილიკად გადაიქცევა.
20. ჩვენგან უმეტესობა მოტივირებულია, ყველაფერი გააკეთოს, რათა საკუთარ ოცნებებს მისდიოს, სანამ ჩვენ გარშემომყოფები არ შეგვახსენებენ საფრთხეს, უარყოფით მხარეს, ჩვენს საკუთარ შეზღუდვებსა და ყველა იმ ადამიანს ჩვენამდე, ვინც მიზანს ვერ მიაღწია.
21. ცოტამ თუ იცის, როგორია ფსკერზე ყოფნა, მაგრამ მე ვიცი. მცოცავ ქვიშას ჰგავს. გიჭერს, გითრევს და არ გიშვებს. ასე ცხოვრებისას, ადვილია, ჩაიძირო და გამუდმებით ის კომფორტული არჩევანი გააკეთო, რომელიც გკლავს გზადაგზა.