Digest Logo

წმენდს ღვიძლს, გვაშორებს პარაზიტებს და ამაღლებს იმუნიტეტს - სოდის ეს ნაზავი აუცილებლად უნდა სცადოთ!

1778955223
სოდა წყალში

რამდენიმე წელია მეცნიერებმა აუტოიმუნურ დაავადებებთან ბრძოლის ახალ არასტანდარტულ და იმავდროულად იაფ საშუალებას მიაგნეს. ეს

გახლავთ საჭმლის სოდა. მისი მოქმედების მექანიზმი მარტივია - ის გადართავს ორგანიზმს ანთებისწინა ("პროანთებითი") აქტივობიდან ანთების საწინააღმდეგო აქტივობაზე.

აღმოჩენა ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებს ეკუთვნით. მათ პირველი საპილოტე ექსპერიმენტები ვირთაგვებზე ჩაატარეს. ორი კვირის განმავლობაში საცდელ ცხოველებს ყოველდღიურად ასმევდნენ სოდის ხნარს. ამან იმუნური უჯრედების (კერძოდ მაკროფაგების) გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. ბევრი მათგანი "გადაორიენტირდა" M1 უჯრედებიდან (რომლებიც ანთებას განაპირობებს) M2-უჯრედებად (რომლებიც აცხრობს ანთებას).

საყურადღებოა, რომ მაკროფაგების პოპულაციაში ამ ტიპის ცვლილება შეინიშნებოდა ყველგან, როგორც პერიფერიულ სისხლში, ასევე თირკმელებსა და ელენთაში. მეცნიერთა აზრით, სოდის გამოყენება ელენთაზე მეზოთელიალური უჯრედების წყალობით ხდება. ამ უჯრედებით ამოფენილია ჩვენი სხეულის ორგანოები. სწორედ ისინი იცავს ორგანოებს ერთგვარი სრესვა-ხახუნისგან.

***

როგორ მივიღოთ სოდა

ქვემოთ მოცემული ნაყენი ებრძვის სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას, აქვეითებს სტრესს, აწესრიგებს წნევას. არსებობს მონაცემები, რომ ნაყენის მიღება აფერხებს სიმსივნური დაავდების განვითარებასაც.

დაძინებამდე მოამზადეთ ასეთი ნარევი: ნახევარლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 2 ჩაის კოვზი სოდა, გახსენით 1 ჭიქა წყალში, დაამატეთ 1 ლიმონის წვენი და გადაავსეთ ქილა წყლით. დილით უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა. ასევე ერთი ჭიქა მიიღეთ საღამოს, ძილის წინ.

***

1 ჩ. კ. სოდას დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ამოქაფდეს და შემდეგ განაზავით გრილი წყლით თქვენთვის საჭირო ტემპერატურამდე. წყლის საერთო რაოდენობა უნდა იყოს 700-900 მლ.

მიიღეთ მთელი პორცია დილით უზმოზე. ასეთი მიღება წმენდს ღვიძლს, გვაშორებს პარაზიტებს და ამაღლებს იმუნიტეტს. მიიღეთ ყოველდღიურად ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი თვეში ერთხელ.

როდის არ უნდა მიიღოთ სოდა:

თუ გაქვთ კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადებაღვიძლის ან თირკმელების მძიმე პათოლოგია გამწვავების ფაზაშიმაღალი წნევის ან გულის უკმარისობის ფონზე გაქვთ შეშუპებებითუ ხართ ორსული ან მეძუძურითუ სვამთ ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს (შესაძლოა მათთან ერთად სოდის მიღება დაუშვებელი იყოს, ამიტომ დაეკითხეთ ექიმს)არ მისცეთ სოდა 5წლამდე ბავშვებსარ მიიღოთ სავსე კუჭზე

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 საპატრიარქო: 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად საყოველთაო შეკრება საქართველოს 10 ქალაქში 10:00 საათზე, მსვლელობა კი 11:00 საათზე დაიწყება

⭕„ღრმად ჩაისუნთქეთ და საფულეები მოამზადეთ“ - როგორ ჩავუყაროთ დღეს ფინანსურ ზრდას საფუძველი, ასტროლოგის რჩევები

⭕დღეს კუროს ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს წარმატების მისაღწევად და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად

წყარო: www.zmna.ge