Digest Logo

„ცოცხალი ლეში ვარ... მე იმ წუთში მოვკვდი“ - ლექსო ლაშქარავას დედა

1657537772
ლექსო ლაშქარავას დედა

„ტვ პირველის“ ოპერატორის - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

ლაშქარავას დედა - თინათინ კახიძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ერთი წლის წინ,  11 ივლისს, შვილთან ერთად თავადაც მოკვდა.

„ჩემთვის შვილო, სიკვდილი იყო ეს. მე იმ წუთში მოვკვდი. მე ცოცხალი ლეში ვარ. მეც მკვდარი ვარ. 

თავის საქმეზე შეყვარებული იყო და შეეწირა ამ საქმეს“, – ამბობს კახიძე.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 55 ადამიანზე იძალადეს.

მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელი იყო. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, „TV პირველის“ ოპერატორი, - ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

🎥 რა უნდა ვიცოდეთ წყლის შესახებ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

🎥 ვინ არის იმერელი ბებია, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელი დაიპყრო

🎥 აქვს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანს კორონავირუსი - ნახეთ, რას ჰყვება ჟურნალისტი