
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის წონა მის სამსახურზეა დამოკიდებული. გთავაზობთ 10 სფეროს - მკვლევრების ინფორმაციით აქ დასაქმებულ ადამიანებს წონის პრობლემები აწუხებთ:
1. ტურ-ოპერატორი - ისინი ადამიანებს უგეგმავენ მოგზაურობას. პროცესი დიდ სტრესთან და ზეწოლასთანაა დაკავშირებული. ეს კი წონაში მატებას იწვევს. ამას ისიც ემატება ისიც, რომ ეს ადამიანები საათობით სხედან და საქმეს ასე აკეთებენ.
2. ადვოკატი - ამ სფეროში მუშაობაც სტრესთანაა დაკავშირებული. როდესაც ადამიანები შფოთავენ,ვერ ხვდებიან, რომ ბევრ საჭმელს ჭამენ, ამიტომ დიდი შანსია, რომ ჰქონდეთ ჭარბი წონის პრობლემა.
3. სოციალური მუშაკი - ისინი საათების განმავლობაში სხედან. ყოველთვის ჭამენ სამუშაო მაგიდასთან და არანაირი ფიზიკური დატვირთვა არ აქვთ დღის განმავლობაში.
4. მასწავლებელი - მასწავლებელი უმეტეს დროს მაგიდასთან ატარებს. ის თავის ყველა ადმინისტრაციულ სამუშაოს მაგიდასთან ასრულებს.
5. მხატვარი, დიზაინერი არქიტექტორი - ხელოვანი ადამიანების გრაფიკი თავისუფალია და მათ შეუძლიათ ჭამონ მაშინ, როცა სურთ. ამის გემოდარღვეული აქვთ კვების რეჟიმი.
6. ადმინისტრატორის ასისტენტი - სამსახური ყოველდღიურ სტრესთან და შფოთვასთანაა დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ ჭამის დარღვეულ რეჟიმზე და მაგიდასთან ჭამაზე.
7. მეცნიერი - ისინი ორიენტირებულები არიან ახლის ძიებაზე და აღმნოჩენაზე და უმეტეს შემთხვევაში ავიწყდებათ ჯანსაღი კვება.
8. პოლიციის ოფიცერი - პოლიციელები, როგორც წესი, გარეთ იკვებებიან და ცომეულს მიირთმევენ, მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა, ამიტომაც უმეტესწილად წონის პრობლემები აქვთ.
9. მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტები - ეს არის კიდევ ერთი მაგალითი სამსახურისა რომელსაც არ აქვს არავითარი გრაფიკი. ამ ადამიანებს უწევთ ხშირად სხვადასხვა ივენთებზე დასწრება სადაც უგემრიელეს საჭმელებს მიირთმევენ, ამიტომაც ჩამონათვალში ეს პროფესიაც შევიდა.
10. ინფორმაციული ტექნოლოგიები - ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და უმკლავდებიან სტრესს. ისინი, როგორც წესი,მუშაობენ გვიანობამდე და აქვთ დარღვეული ჭამის რეჟიმი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ