Digest Logo

„ტვინის და გულის ვითომ „მკვებავი“ პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს, ეს ტყუილად გადაყრილი ფულია“ - თემურ მიქელაძე „ომეგა 3“-ის ეფექტურობაზე

1763534484
თემურ მიქელაძე

ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე „ფორტუნასთან“ „ომეგა 3“-ის ტიპის მედიკამენტის ეფექტურობაზე შესახებ საუბრობს.

მედიკოსი მშობლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ანტიჰელმინთური პრეპარატებისა და ომეგა-3-ის თვითნებური, შეუმოწმებელი გამოყენებისგან.

- მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ომეგა 3-ის ტიპის მედიკამენტის ან ანტიჰელმინთური პრეპარატების მიცემამ, მკვეთრად შეამცირა ის სიმპტომები, რომელიც ბავშვს ჰქონდა და გააუმჯობესა ბავშვის ფსიქო-ემოცური მდგომარეობა, შესაძლოა, ეს პლაცებოს ეფექტია, მაგრამ ისინი ხშირად საუბრობენ ამაზე და ხშირად იყენებენ აღნიშნულ მედიკამენტებს პრაქტიკაში, როცა ბავშვი მეტად გაღიზიანებულია. როგორია თქვენი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, ანტიჰელმინთური პრეპარატი სიმპტომებს არ შეამცირებს, არანაირი მტკიცებულება არცერთ პრეპარატს არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ანტიჰელმინთური პრეპარატების არასწორი გამოყენებით, შეიძლება, რომ ტოქსიკოზი გამოვიწვიოთ, იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ რეანიმაციაშიც კი მოხვდნენ პაციენტები. შესაბამისად, ანტიჰელმინთური პრეპარატები შეიძლება, რომ ერთჯერადად დაინიშნოს, მათი ხანგრძლივად მიღება, კატეგორიულად არ არის საჭირო.

რაც შეეხება ომეგა 3-ის მიღებას, მსგავსი რეკომენდაცია თქვენ არცერთ ფუნდამენტურ სახელმძღვანელოში არ შეგხვდებათ. მას ე.წ. ტვინის მკვებავს ეძახიან, მაგრამ ტვინის მკვებავი და გულის ვითომ მკვებავი პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს, ეს ტყუილად გადაყრილი ფულია.

მთავარი ჯანმრთელობა ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობაა. წლის განმავლობაში 1 თევზი თუ მიიღო ბავშვმა, იმდენ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას მიიღებს, რაც მთელი წლის განმავლობაში, შეიძლება, პრეპარატის სახით მისცენ მას. ეს წამლები, ეს პრეპარატები ე.წ. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის, არცერთ ლიტერატურაში არ შეგხვდებათ. მე და ჩემი კოლეგები ვცდილობთ, რომ მოსახლეობას ფუნდამენტურ წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდოთ. ხშირად, ჩემს მიერ, ჩემი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ბევრი კომენტარი მოჰყვება ხოლმე და გავითვალისწინოთ, რომ სოციალურ ქსელში ნებისმიერი სოციუმის ადამიანია და ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოებამ ეს ინფორმაციები ფუნდამენტურ წყაროებზე დაყრდნობით გადაამოწმონ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოიშორეთ ძველი ტექნიკა“ - 19 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„შენ სულს ვენაცვალე ჩემო ძმაო, ციდანაც რომ სიკეთეს აკეთებ...“ - რას წერს ნათია ბერიძე

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ ძაღლის წელს დაბადებულებმა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: fortuna.ge