ჟურნალისტი ნათია ბერიძე, გარდაცვლილი ახლგაზრდა ბიზნესმენის ლაშა ბასლანძის შესახებ წერს და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიას გვიზიარებს:
„Lasha Baslandze შენ სულს ვენაცვალე ჩემო ძმაო, ციდანაც რომ სიკეთეს აკეთებ.
ვერ მოვითმინე უნდა დავწერო, გუშინ მონასტერზე რომ პოსტი დავდე, სრულიად უცხო ადამიანი გამომეხმაურა, ანგარიშის ნომერი მთხოვა, არც სახელი უწერია, არც გვარი, არც ფოტო, მივწერე ანგარიშის ნომერი, მერე საუბრისას ვუთხარი: „ოთხშაბათს მივდივარ დედაოსთან პირადად-მეთქი“, მითხრა: „მომწერე შენი ანგარიში და რამე წაუღე. მონასტერში ბევრი რამ სჭირდებათ ხოლმე და უყიდეო“.
ვკითხე სახელი და გვარი მითხარი-მეთქი, დედაოს ვეტყვი და ლოცვებში მოგიხსენიებს-თქო. არაო მითხრა, „უბრალოდ ლაშა ბასლანძის ძმაკაცი ვარ და დედაომ ილოცოს მისი ოჯახისთვის და გამძლეობა უსურვოსო“.
რა ვქნა, რომ მტკივა შენი წასვლა და რა ვქნა, რომ უზომოდ ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და დღემდე მეგობარი ხარ ჩემი და კეთილი კაცი, ციდან სიკეთის მკეთებელი!“, - წერს ნათია ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე, 27 ოქტომბერს გარდაიცვალა, იგი 4 ნოემბერს დაკრძალეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ ძაღლის წელს დაბადებულებმა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი