ცნობილი ბულგარელი წინასწარმეტყველი, ვანგა, 2027 წელს მოსალოდნელ ერთ უჩვეულო მოვლენაზე საუბრობდა.
ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, მომავალ წელს იდუმალმა დაავადებამ ან გენეტიკურმა ექსპერიმენტმა შესაძლოა, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ზებუნებრივი შესაძლებლობები მიანიჭოს.
რა მოხდება 2027 წელს
ვანგა წინასწარმეტყველებდა, რომ რომელიღაც დაავადება ან გენეტიკური ექსპერიმენტი ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მათთვის უჩვეულო შესაძლებლობებს მიანიჭებდა. შედეგად, მსოფლიოში ადამიანების ახალი ჯგუფი - „ზეკაცები" - გამოჩნდებოდა.
თუმცა, ამ წინასწარმეტყველების შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ არსებობს.
უცხოპლანეტელები ნოემბერში უნდა გამოჩნდნენ
ვანგას ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო პროგნოზად კვლავ რჩება უცხოპლანეტელ ცივილიზაციასთან სავარაუდო კონტაქტი.
ამ ვერსიის მიხედვით, 2026 წლის ნოემბერში დედამიწას, თითქოსდა, დიდი კოსმოსური ობიექტი უნდა ეწვიოს. თუმცა, ამ მოვლენაზე ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ ვანგას ასევე მიაწერენ COVID-19-ის პანდემიის, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების, პრინცესა დიანას გარდაცვალებისა და სხვა მასშტაბური მსოფლიო მოვლენების წინასწარმეტყველებას.
ვანგას ხელოვნური ინტელექტის შესახებ წინასწარმეტყველებებსაც მიაწერენ
„ზეკაცების" გარდა, ვანგას მომავალი წლების არაერთ სხვა პროგნოზსაც მიაწერენ. მათ შორის საუბარია მასშტაბურ სტიქიურ უბედურებებსა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებაზე.
არსებობს შეფასება, რომ ვანგა იმ მომენტის დადგომასაც წინასწარმეტყველებდა, როდესაც კაცობრიობა გააცნობიერებდა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში „ზედმეტად შორს წავიდა" და მანქანები ადამიანების ჩანაცვლებას დაიწყებდნენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარიამ შენგელია და გიორგი მჭედლიშვილი თაფლობის თვეს პარიზში, სიყვარულის ქალაქში ატარებენ - ფოტოები
⭕ცირა კობიაშვილის დახვეწილი ლუქი „თბილისობა 2026“-ზე - როგორ გამოიყურებოდა მომღერალი
⭕5-11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას გიმზადებთ კვირა?
წყარო: mshoblebi.ge