Digest Logo

ვინ არის 55 წლის მამაკაცი, რომელიც სადგურის მოედანზე გაიყინა და გარდაიცვალა

1640461273
ლენტი ავარია

გუშინ შუახნის მამაკაცი თბილისში, სადგურის მოედანზე, ტვირთის გადასაზიდ ურიკაზე გაყინული იპოვეს. როგორც სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში წერენ, ის 55 წლის გოგი კოპალიანია.

მათივე ცნობით, მამაკაცი ქირით ცხოვრობდა, მას შემდეგ, რაც სამსახური დაკარგა, ქირის გადახდა ვეღარ შეძლო და ქუჩაში აღმოჩნდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვალებამდე მამაკაცი ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანა, თუმცა ის სამკურნალო დაწესებულებაში არ დატოვეს.