სიყვარულს დღეები არ სჭირდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოხატო შენი გრძნობა და საყვარელ ადამიანს გული გაუთბო.
თუმცა, არსებობს დღეები, როდესაც მსოფლიო ერთიანდება და ყველა ამ დღესასწაულის გარშემო ერთიანდება. ასეთი დღეა სწორედ 14 თებერვალი, ვალენტინობის დღე, რომელიც სიყვარულის დღედაა წოდებული.
„სიყვარული ხომ აღგვამაღლებს“, ჰოდა, 14 თებერვალს განსაკუთრებულად ემზადებიან წყვილები და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.
თუმცა, არსებობს სხვადასხვა ლეგენდა ამ დღესთან დაკავშირებით, რის შესახებაც დღეს მოგიყვებით:
ვინ იყო ვალენტინი?
ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი. მღვდელი ვალენტინი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ წყვილებს მალულად წერდა ჯვარს. მისი ეს საქციელი დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ვალენტინი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს. 269 წლის 14 თებერვალს სიკვდილით დასაჯეს და თავი მოკვეთეს.
როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ძველი რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია — ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული. ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა შიშველი მამაკაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქში. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ.
494 წელს რომის პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშვნა და იგი წმინდა ვალენტინის ხსენების დღით ჩაანაცვლა. მოგვიანებით მღვდელი ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად იქცა.
ლეგენდა
არსებობს ლეგენდა, რომ საპყრობილეში ყოფნისას წმინდა ვალენტინმა უსინათლო გოგოს მხედველობა დაუბრუნა, მოგვიანებით კი მას წერილი გაუგზავნა წარწერით „შენი ვალენტინი“.
ადრეულ შუა საუკუნეებში ვალენტინი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მე-20 საუკუნიდან მისი გარდაცვალების დღე სიყვარულის საერთაშორისო დღედ აღინიშნება.
ისტორიკოსებისა და ფოლკლორისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის სიკვდილით დასჯას არ უკავშირდება, არამედ ეს თარიღი პირობითად იქნა შერჩელი რომის იმპერიაში არსებული წარმართული დღესასწაულის, ლუპერკალიის ჩასანაცვლებლად.
იმასაც ამბობენ, რომ:
წმინდა ვალენტინი ვარდისფერი ამეთვისტოს ბეჭედს ატარებდა, რომელზედაც გამოსახული იყო კუპიდონი. რომაელი მეომრები ამ ბეჭდით ცნობდნენ მას და მალულად სთხოვდნენ ვალენტინს, რომ დაექორწინებინა ისინი. ვალენტინი მეომრებს პერგამენტისგან გამოჭრილ გულებს ატანდა, რათა მათ არასოდეს დაევიწყებინათ საყვარელი ადამიანი, ომშიც კი.
მითი თუ რეალობა
არსებობს კიდევ ერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ, რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალ წყვილს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო.
2005 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕დეტოქს-კოქტეილი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში და მომატებული კილოგრამები დაიკლოთ